x
image
ციცი
Mediator image
"ექსკლუზიური ფოტო შორენასგან და ევასგან"-გადაცემა "ექიმები" ევას მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
image
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "ექიმები" მოდელისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილისა და მისი ქალიშვილის ევა ბარბაქაძის ექსკლუზიურ ფოტოს აქვეყნებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" და ავრცელებს განცხადებას ევას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სტატუსში შორენა ბეგაშვილის მცირე კომენტარიც არის დართული:


"ექსკლუზიური ფოტო შორენასგან და ევასგან...


ევას რეაბილიტაციის პროცესი კარგად და წარმატებით მიმდინარეობს, რაც ძალიან გვიხარია!

ევას ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ჩვენ შორენას მცირე კომენტარიც ვთხოვეთ: - "ევა ახლა ფიზიოთერაპიის კურსს გადის, რაც მოიცავს მასაჟებს, ცურვას და ვარჯიშს. მე გვერდით ვუდგავარ და ვამხნევებ, სამწუხაროდ, მეტი არაფერი შემიძლია. ევა გამოჯანმრთელდება, უბრალოდ დრო და მოთმინება სჭირდება. უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ ყურადღებას იჩენს და რითიც შეუძლიათ, გვეხმარებიან. ყველას ვურჩევ, რომ იმედი არასდროს დაკარგონ".

შეგახსენებთ ევას დასახმარებელ ანგარიშის ნომრებს: "მაგთის", "ჯეოსელის" და "ბილაინის" აბონენტებისთვის - 0901701100, ზარის ღირებულებაა 1 ლარი.


ბანკი რესპუბლიკა: GE39BR0000010929691997



საქართველოს ბანკი: GE57BG0000000642055200


TBC ბანკი:
GE61TB7723536010100019 (GEL)
GE40TB1123536110100031 (USD)
მიმღები: შორენა ბეგაშვილი."


ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე 26 მარტს საკუთარი სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ღვთის წყალობით სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებით და კისრის მალების დაზიანებით მოთავსებული იქნა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში. ორი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, რომელიც საქართველოში ჩაუტარდა, მოზარდი გადარჩა, მაგრამ გაუსაძლისი ტკივილების გამო, მას განმეორებითი ოპერაციები ესაჭიროებოდა, რის გამოც ევა ბარბაქაძე გულისხმიერი ადამიანების დახმარებით სასწრაფოდ თურქეთში გადააფრინეს.
14 მაისს გოგონას პირველი ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარდა თურქეთში და ვინაიდან მისი ორგანიზმი დასუსტებული იყო, მეორე ოპერაცია ფეხზე ჩაუტარდა ცოტა მოგვიანებით-24 მაისს. ახლა კი ევა უკვე რეაბილიტაციის კურსს გადის და პირველ ნაბიჯებსაც დგამს. ევა იმედია მალე შეძლებს დამოუკიდებლად სიარულსაც.image

1
755
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
755
  
2016, 21 ივნისი, 16:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1