საზოგადოება "ის მოდის. მოვკვდები. დაურეკე მათ, დედიკო" - ორლანდოს ტერაქტის დროს დაღუპული ბიჭის უკანასკნელი მესიჯი ინტერნეტს იპყრობს 2016, 20 ივნისი, 13:20 2016 წლის 12 ივნისს, შაშხანითა და პისტოლეტით შეიარაღებულმა, 29 წლის აშშ-ს მოქალაქემ, ომარ მირ სედიკ მატინმა გეი-კლუბ Pulse-ში მძევლად აიყვანა 100-ზე მეტი ადამიანი. ეს მოხდა ორლანდოში, დაახლოებით ღამის ორი საათვისთვის. თავდამსხმელთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და დილის ხუთი საათისთვის პოლიციამ შტურმი დაიწყო - ამ დროისთვის ომარმა 49 ადამიანი მოკლა. ღამის გეი-კლუბში მომხდარ შემთხვევას უკვე უწოდეს აშშ-ს ისტორიაში ყველაზე სისხლანი ხოცვა. ტრაგედიის დროს კლუბის კლუბში მყოფი ედი ჯასტისი, რომელიც ორლანდოში ბუღალტრად მუშაობდა, ტუალეტში იმალებოდა და მესიჯებს უგზავნიდა დედას მანამ, სანამ ტერორისტმა მას არ მიაგნო. დაღუპლი ბიჭის დედამ შეინახა ეს შეტყობინებები და მოგვიანებით მედიას გადასცა. შემდეგ კი, გულისამაჩუყებელი მიმოწერა მთელ ინტერნეტს მოედო. 2:06. მინა ჯასტისმა შვილისგან პირველი შეტყობინება მიიღო. ედი. დედიკო, მიყვარხარ. ედი. კლუბში ვარ. ისვრიან. მინა. კარგად ხარ? 2:07 ედი. ტუალეტში ვარ. წასასვლელი არსადაა. მინა. რომელ კლუბში? ედი. Pulse. დაუნტაუნში. პოლიციას დაურეკე. 2:08 ედი. მე მოვკვდები. მინა. უკვე ვურეკავ. მინა. ისევ მანდ ხარ? მინა. აიღე ეგ დაწყევლილი ტელეფონი. მინა. დაურეკე მათ. მინა. დამირეკე. 2:39 ედი. გეუბნები, ტუალეტში ვარ. ედი. ის მოდის. ედი. მე მოვკვდები. ედი. დაურეკე მათ, დედიკო. ედი. ახლავე. მინა. ვინმე დაჭრილია? 2:42 ედი. ბევრი. კი. მინა. პოლიციასთან ხარ? მინა. მომწერე, გთხოვ. 2:46 ედი. არა. ედი. ჯერ ისევ ტუალეტში ვარ. მძევლად ვყავართ. ისინი უნდა მოვიდნენ და გაგვიყვანონ. მინა. პოლიცია უკკვე მანდ არის. შემატყობინე, როცა პოლიციელებს დაინახავ. 2:49 ედი. ჩქარა. 2:50 ედი. ის უკვე ტუალეტშია. ედი. ქალების ტუალეტში. მინა. თქვენთან არის ტუალეტში? ედი. ტერორისტია. 2:51 ედი. დიახ. მინა. დაჭრილი ხარ? 2:52 მინა. მანდ დარჩი. მას არ მოსწონს გეები. 2:53 მინა. მიპასუხე, გთხოვ. 2:54 მინა. მიყვარხარ. მინა. არაფერი მოიმოქმედო. მინა. მანდ დარჩი. მინა. მიპასუხე, ჩემო ბიჭუნა. ასე დასრულდა ეს მიმოწერა - ედი უკვე აღარ პასუხობდა... ომარ მატინი მოკლული იქნა შტურმის ოპერაციის დროს. იგი აღმოჩნდა ავღანეთიდან აშშ-ში ჩასული ემიგრანტების შვილი. მას ჰქოდა უსაფრთხოების თანამშრომლის მოქმედი ლიცენზია, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებას აძლევდა. ცნობილი გახდა, რომ ომარი Pulse-ის ხშირი სტუმარი იყო, ის იქ 10-ჯერ მაინც ჰყავდათ ნანახი... 326 6-ს მოსწონს 1-ს არა
|