x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კინოთეატრში საშინელებათა ფილმის ყურების დროს მამაკაცი გარდაიცვალა
imageკინოთეატრში მაყურებელი გარდაიცვალა საშინელებათა ფილმის "შელოცვა-2"-ის( The Conjuring 2)პრემიერის დროს.


სამხრეთ ინდოეთში, ქალაქ ტირუვანამალაიში საშინელებათა ფილმის "შელოცვა-2"-ის საპრემიერო ჩვენების დროს კინოთეატრში გულის შეტევით მამაკაცი გარდაიცვალა.ამის შესახებ იტყობინება The Times of India .


ჰორორის კულმინაციის დროს 65 წლის მაყურებელმა თავის მეგობარს გულის არეში ტკივილი შესჩივლა და ამის შემდეგ მამაკაცმა გრძნობა დაკარგა.


თავიდან თვითონ მაყურებლები ცდილობდნენ გადაერჩინათ მაყურებელი, მაგრამ უშედეგოდ.შედეგად ექიმებმა სიკვდილის დადგომა დააფიქსირეს.



აღსანიშნავია, რომ ექიმებმა რატომღაც მის მეგობარს სთხოვეს, რომ გვამი სხვა საავადმყოფოში გადაეტანა გაკვეთის მიზნით, თუმცა მისი მეგობარი არანაკლებ უცნაურად მოიქცა და გვამიანად გაქრა.


პოლიცია ამჟამად ცდილობს გაარკვიოს ორივე მამაკაცის ვინაობა.


ფილმი "შელოცვა-2"-ის პრემიერა აშშ-ს კინოთეატრებში შედგა 10 ივნისს, შემდეგ კი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გავრცელდა.იგი "შელოცვის" გაგრძელებაა, რომლის პრემიერაც 2013 წელს შედგა და პრემია "სატურნი" დაიმსახურა, როგორც წლის საუკეთესო საშინელებათა ფილმი.




14
133
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
133
  
2016, 20 ივნისი, 23:43
შეიძლება ჩემთვის და შენთვის არ იყოს მოსაწონი, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით რაღაც განხრით ინტერესდებიან. სხვათაშორის ყველაზე მეტი ნახვა აქვს საშინელებათა ფილმებს საქართველოშიც. რათქმაუნდა გადაჭარბებული სცენარიც არ შეიძლება
2016, 20 ივნისი, 21:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი alex999-ის კომენტარზე
2016, 20 ივნისი, 21:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მეამეა-ის კომენტარზე
2016, 20 ივნისი, 21:26
მე არ ვფიქრობ, რომ ამ ფილმების ყუურების შემდეგ ასე უცებ მომინდება ქმარ-შვილის აჩეხვა და რაღაც მსგავსი სისულელე :)))) ნუ მიწყენ, მაგრამ უარყოფითი საჯაროდ კულტურული ლანძღვა უფროა. თუ დამიჯერებ, დრო როცა გექნება, უყურე ჩემს მიერ შემოთავაზებულ ფილმს და არ ინანებ.
2016, 20 ივნისი, 21:23
ჩვენთან არც შოუ-ბიზი ყვავის და არც კინემატოგრაფია, გაცილებით ჩამორჩენილები ვართ ყველანაირი თვალსაზრისით ამ საკითხში, ამიტომ ვისაც გამოსდის, მრავალფეროვნებას გვთავაზობენ. "კრიმინალური აზროვნება"- ამ ფილმს თუ ნახავ, დამერწმუნე ადვილად მიხვდები რისი თქმაც მინდა, კრიმინალი, დრამა, მელოდრამა და საშინელებაა კომბინირებული, მთლიანობაში კი უძლიერესი ფილმია, რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტ.
2016, 20 ივნისი, 21:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მეამეა-ის კომენტარზე
2016, 20 ივნისი, 21:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 20 ივნისი, 21:20
თუ ადამიანი მრავალ ჟანრთან არის ახლოს და შეუძლია უყუროს, ამაში ცუდს სულაც ვერ ვხედავ, არ მოგწონს ბატონო, ნუ უყურებ, მაგრამ სხვების ლანძღვა არაა ლამაზი. სატანისტობა კი აქ არაფერს შუაში არაა, მაპატიე და ვერ აკეთებ სწორ ანალიზს. ("ყველა" ჩემნაირი სატანისტი იყოს ნეტა)
2016, 20 ივნისი, 21:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მეამეა-ის კომენტარზე
2016, 20 ივნისი, 21:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მეამეა-ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10