x
image
ციცი
Mediator image
"სტანისლავ ბონდარენკოს არ უნდა ერგოს ბინა თბილისში... გონს მოდით!!!!"-ლიზა ყენია "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ ბონდარენკოს უპირისპირდება.

image

მაია ჯაბუას ქალიშვილი მომღერალი ლიზა ყენია, ტელეკომპანია იმედის პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" გამოეთიშა. მისი მეწყვლიე რატი გაჩეჩილაძე იყო. პროექტის დატოვების შემდეგ ლიზამ სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც იგი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გონს მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ მსახიობს ჯანო იზორიას, რომელსაც თბილისში ბინა არა აქვს და ფოთიდან უხდება სიარული. ამით იგი სტანისლავ ბონდარენკოს უპირისპირდება. ლიზა ყენია თვლის, რომ სტანიოსლავს არ უნდა ერგოს ბინა თბილისში:

"გამიმართლა რომ მაიას შვილი ვარ, ადამიანის რომელიც ყველაზე სამართლიანი, ყველაზე რეალისტი და საოცრად სუფთა ადამიანობის მქონე დედაა.

გამიმართლა იმიტომ, რომ მისგან ვისწავლე რა არის ადამიანობა, თავმოყვარეობ

ა, სხვისი პატივისცემა და რაც ყველაზე მთავარია ნებისმიერ სიტუაციაში თავის კონტროლი.
მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ არც ერთი წამი ჩემს თავმოყვარეობას არ გადავახტი, არც ადამიანობა დამიკარგავს და არც ბინძური თამაშით მითამასია "ცეკვავენ ვარსკვლავებში."
ჩემი შრომით, წვალებით, ოფლით, ტკივილით, სიხარულით, ნერვიულობით და კარგი ადამიანების მხარდაჭერით გამოვიარე ეს რამდენიმე კვირა. ამაყი ვარ თქვენი, იმ ადამიანების, ვინც ერთი სმს მაინც გამოაგზავნეთ, ბევრი კარგი სიტყვა მითხარით ჩემს გასამხნევებლად, რაც ძალიან დამეხმარა. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც გამუდმებით მლანძღავდნენ, რომ არაფერს წარმოადგენთ, ამით საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას და როგორც თქვენ ამბობთ, არც ფულიანი მამიკო მყავს და არც არავინ მდიდარი. ჩემით და ხალხის დახმარებით მოვედი აქამდე და ასე ვივლი სულ. არც ბანკიდან სესხები გამომიტანია, რომ ფინალში ასე გავსულიყავი.
ვიმეორებ, მე არ მინდოდა ბინძური თამაშის მონაწილე ვყოფილიყავი, მადლობელი ვარ რომ უმაგრესი მეგობრები შემძინა პროექტმა. რატი, შენ ხარ ჩემი სიამაყე. მეამაყები რომ გიცნობ, რომ ვცეკვავდი შენთან ერთად და რომ ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი ხარ! მიყვარხარ და უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან იყავი.
და მინდა გითხრათ, ან გირჩიოთ- ადამიანმა აირჩია ის პროფესია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია... ჩვენი კინოსთვის, თეატრისთვის გახდა მსახიობი. მოგეხსენებათ ნორმალური ანაზღაურება დღეს მსახიობებს არ გააჩნიათ და ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც დადის გადაღებებზე, ათენებს, აღამებს, წვალობს და ამ ყველაფერს აკეთებს ფოთიდან თბილისამდე და მას სახლი თბილისში არ გააჩნია, სტანისლავ ბონდარენკოს არ უნდა ერგოს ბინა თბილისში და ჯანო იზორია ფოთიდან არ უნდა დადიოდეს თბილისში გადაღებებზე. გონს მოდით!!!!"image

imageimage
image


1
137
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
137
  
2016, 15 ივნისი, 10:35
რასიზმში ნუ ჩამითვლით... კარგი ბიჭია ზდილობიანი მშრომელი და რავი წარმატებული.... მაგრამ, ნაწილობრივ ვეთანხმები ამ ბავშვს თან მიუხედავად იმისა რომ ტიფლისში ამაზრზენი ადამიანის როლს ასრულებს და უარყოფითად ვიყავი განწყობილი ამ ადამიანის პიროვნებაზე აქ ამ პროეკტში გამოჩნდა თუ როგორი შრომის მოყვარე და უშუალო ადამიანი და ყველაფერი რომ მართლაც თავისი შრომით მიაღწია! აქაც ბევრს შრომობს თუნდაც ბოლო ტურის ცეკვები ძალიან კარგად შეასრულა და მე ვთვლი რომ ნამდვილად იმსახურებს გამარჯვებას ბოლო ბოლო ერთხელ და სამუდამოდ დაუჭიროთ ჩვენ ნიჭიერ ადამიანს მხარი!
0 1 1