ქალი და მამაკაცი კიდევ ერთი სკანდალი თიკა ჯამბურიას პირადი ცხოვრების გარშემო: "გთხოვთ დამანებეთ თავი და შემეშვით, გემუდარებით!" 2016, 13 ივნისი, 22:09
რამდენიმე დღის წინ თიკა ჯამბურიამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ჰყავს შეყვარებული და შემდეგ, როდესაც მის შეყვარებულს ჰკითხეს იყო თუ არა ეს სიმართლე, მან განაცხადა, რომ ეს არ იყო სიმართლე და ამან დიდი სკანდალი გამოიწვია. სულ ცოტახნისწინ კი "primetimenews.ge"-ს განუცხადა თიკას შეყვარებულმა: "მაგარ მასალებს წერ! მე და თიკას გვიყვარს ერთმანეთი, ამის თქმა არ მინდოდა. კარგი ქენი როგორც დაწერე, იქნებ ამის მერე მაინც დაგვანებოთ თავი ყველამ. არ მეგონა ჩემს ნაბაზრ სისულელეებს თუ მართლა დაწერდი". რაც შეეხება თავად თიკას მან გამოაქვეყნა "ფეისბუქზე" სტატუსი ჟურნალისტების მისამართით"
"თხოვნა-განცხადება!
ამ ყველაფერს არ დავწერდი უკვე მარაზმში და არაადამიანურ მოპყრობაში რომ არ გადასულიყო ....მოგმართავთ ყველა ჟურნალისტს, დიდი თხოვნით და განსაკუთრებით პრაიმ ტაიმის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც უკვე 5 წელია ჩემ ცხოვრებაში უშნოდ იქექებით.... გავიხსენებ 5 წლის წინ მომხდარ ფაქტს როდესაც თქვენი დიდი ჩარევით და დახმარებით ოჯახი დამენგრა ... ეს არ იკმარეთ და მას შემდეგ ყველა ჩემ მეგობართან გადაღებულ ფოტოებზე წერთ რომ ჩემი მეორე ნახევარიაა... უკვე მარაზმში იზრდება ეს ყველაფერი. არასოდეს არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია არც ერთ ჟურნალისტთან არ მიუზრდელია და მიუხეშია პირიქით ყველასთან გულწრფელი და მაქსიმალურად კარგი განწყობით ვიყავი.... მაგრამ დღეს რაც მოხდა ეს უკცე მეტის მეტია ! არ ღირს ადამიანებო 20 ლარიანი ბონუსის გამო ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიოთ, მე ოჯახი მყავს რომელსაც ვუფრთხილდები, მყავს მამა რომელიც განიცდის ამ ყოველივეს, მყავს დედა რომელიც უსაზღვროდ ნერვიულობს ჟურნალისტების ესეთ დიდ ჩარევას ჩემს პირად ცხოვრებაში ... მყავს შვილი გოგო და არ მინდა ესე საქვეყნოდ აფრიალებდნენ ნინას დედის ცხოვრებას .... გთხოვთ დამანებეთ თავი და შემეშვით გემუდარებით !
p.s ნინო მჭედლიშვილს პრაიმ ტაიმის ჟურნალისტს ყველას თანდასწრებით ვუკრძალავ ჩემზე ერთი სიტყვის დაწერასაც კი .... და ვაღიარებ ყველაზე მდაბიო ჟურნალისტად, რომელიც ადამიანების ნერვიულობით იწყობს კარიერას ... დიდი მადლობა ნახვამდის თიკა ჯამბურია". 1419 4-ს მოსწონს 2-ს არა
|