საზოგადოება როგორ გამოიყურებიან ქართველი გოგონები გამოსაშვებ საღამოზე 2016, 11 ივნისი, 15:52
და აი, კიდევ ერთხელ დაირეკა ბოლო ზარი! ახალგაზრდები ემზადებიან ახალი
ცხოვრების ეტაპისთვის და ზრდასრულობაში აბიჯებენ! მოკლედ ყველაზე ლამაზი ეტაპი ცხოვრების დასრულდა და ამ ყველაფერს სჭირდება დაგვირგვინება, რომელიც გამოსაშვები საღამოს სახით ხდება და რომელსაც ვერასდროს ვეღარ დაიბრუნებს ვერავინ. სწორედ ამიტომ ყველანი ემზადებიან გრანდიოზულად ამ ულამაზესი და დაუვიწყარი დღისთვის, რათა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინონ გარშემომყოფებზე. განსაკუთრებულად რა თქმა უნდა გოგონები ემზადებიან, მათ აუცილებლად უნდა დატოვონ თავისი კვალი თორმეტ წლიანი სწავლის შემდეგ სკოლის ეზოში, სადაც ამაყად შეაბიჯებენ რომელიმე "ფირმა" მანქანით თავიანთ მეწყვილესთან ერთად და ყველას დაანახებენ, როგორი უნაკლონი, დახვეწილნი და ლამაზები არიან "რეალურად". დიახ ეს ის დღეა, როდესაც ყველას დიდი ინტერესი აქვს უკვე სკოლადამთავრებულთა მიმართ და ეზო, რომელიც ძირითადად სავსეა ხოლმე ხალხით(სკოლის მოსწავლეებით, მეგობრებით, მშობლებით...), დიდი ინტერესით ელოდებიან თითოეული მათგანის გამოჩენას. მოდით ჩამოვთვალოთ რამდენი რამ არის საჭირო გოგონებისთვის, რათა ლამაზად და განუმეორებლად გამოიყურებოდნენ: კაბა, ფეხსაცმელი, მაკიაჟი, ვარცხნილობა, ჩანთა, აქსესუარები და კიდევ მრავალი წვრილმანი... მოკლედ დიდი საფიქრალი აქვთ გოგონებს ბიჭებთან შედარებით და ეს მართლაც ასეა, ადვილი საქმე ხომ არ არის ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეხამება და გემოვნებიანად ჩაცმა? რა თქმა უდნა ეს ძალიან რთული და სანერვიულო პროცესია, ხომ შეიძლება რომელიმე შენი თანაკლასელიც ზუსტად შენნაირი კაბით მოვიდეს გამოსაშვებ საღამოზე და მთელი შენი მონდომება წყალში ჩაგიყაროს. სწორედ ამიტომ უმეტესობა კაბის შეკერვას ამჯობინებს, რაც ერთიორად უფრო რთული საქმეა. საბოლოო ჯამში კი მაინც ძალიან ლამაზად გამოიყურებიან და მოდით ახლა ვნახოთ, როგორ ეცვათ 2016 წლის გამოსაშვებ საღამოზე ქართველ გოგონებს.
4419 4-ს მოსწონს 2-ს არა
|