საზოგადოება Maroon 5-მა სომეხი მილიარდელის შვილის ქორწილში დაუკრა. პატარძალი ქართველი გოგონა იყო 2016, 9 ივნისი, 16:13 4 ივნისს მოსკოვის რესტორან 'საფისაში" გაიმართა სომეხი მილიარდელის სამველ კარაპეტიანის("ფორბსის" მიხედვით 28-ე ადგილი უკავია უმდიდრეს ადამიანთა სიაში) შვილის 23 წლის სარქის კარაპეტიანის და 25 წლის სალომე კინწურაშვილის ქორწილი.
უფროსი კარაპეტიანის ქონება 4 მილიარდი $-ია.გახლავთ კომპანია "ტაშირის" მფლობელი, როგორც Daily Mail-ი აღნიშნავს შეუძლებელია ქორწილი ექსტრავაგანტური არ ყოფილიყო.სტუმრებს ართობდა Maroon 5, რომელიც როგორც ცნობილია კორპორატიულ ღონისძიებებზე 500 -იდან 800 ათას დოლარამდე ჰონორარს იღებს. პატარძლისთვის განკუთვნილი საიუველირო ნაწარმი Tiffany and Co-სგან 200 000 დოლარი დაჯდა. რესტორანში შესული სტუმრებს, რომელთა საერთო რაოდენობა 500 ადამიანი იყო, დახვდათ ხელოვნური ტყე, რომელიც ცოცხალი ყვავილებით იყო მორთული, ერთ-ერთმა სტუმარმა "ინსტაგრამზე" დაწერა, მეგონა "ალისას საოცრებათა ქვეყანაში " მოვხვდიო. რაც შეეხება ტორტს, იგი 6 მეტრის სიმაღლის იყო და 9 იარუსისგან შედგებოდა. ახლა გავიცნოთ ვინაა სალომე კინწურაშვილი .ახალგაზრდა ქალი მოსკოვში ბიზნესითაა დაკავებული, იგი ბრენდული სამოსის ონლაინ-მაღაზია buy-by-me.ru-ს თანამფლობელია, რომელიც სამი წელია მეგობრებთან ერთად გახსნა.სალომე მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე გლამურ, მოდურ გოგონად ითვლება .სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად გაიარა ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში კინოს ისტორიის კურსები. 661 9-ს მოსწონს 1-ს არა
|