x
image
ციცი
Mediator image
სტეფანეს აზრით, ადამ ლევინს ყურის ნიჟარები წვიმით სავსე ჰქონდა, რის გამოც უსმენოდ მღეროდა.

image

რამოდენიმე დღის წინ საქართველოს "Maroon 5" ესტუმრა, რამაც გამოიწვია თბილისის დაცარიელება, ვინაიდან კონცერტი გაიმართა ბათუმში და ჯგუფის უამრავი თაყვანისმცემელი უამინდობამ და წვიმამაც ვერ შეაჩერა. სამწუხაროა, რომ კონცერტის დღეს დაემთხვა წვიმა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ადამ ლევინის გამოჩენა სცენაზე ყველასთვის ერთნაირად სასიამოვნო აღმოჩნდა, თუმცა მისმა ნამღერმა ოდნავ იმედები გაუცრუა მსმენელს. "ფეისბუქი" აჭრელდა ბათუმის ფოტოებით და უამრავი სტატუსით, რაც ჯგუფთან არის დაკავშირებული. ხალხის ნაწილმა ადამ ლევინის გამოსვლა წარუმატებლად ჩათვალა და შესაძლოა ამისთვის წვიმასაც შეეშალა ხელი, თუმცა ვინც კარგად იცის "Maroon 5"-ის "ლაივები" დამეთანხმება, რომ არც სხვაგან მღერის საოცარი ენერგიით და შეიძლენა ითქვას კიდეც, რომ ჯგუფს აკლია ენერგიულობა და მუხტი, რომელიც გადამდები უნდა იყოს ხალხისთვის. ჯგუფის გამოსვლასთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა მუსიკოსმა სტეფანე მღებრიშვილმა და თავისი პოზიცია დააფიქსირა საჯაროდ "ფეისბუქის" საშუალებით:

"როგორ მიყვარხართ, ვინც "მარუნ 5"-ზე იყავით! ესე იგი სულით თინეიჯერები ხართ და ვინც მართლა თინეიჯერები ხართ, ხო ხართ და ხართ!
რაც შეეხება ადამს, უსმენოდ იმღერებდა, როცა ყურის ნიჟარები წვიმით სავსე ჰქონდა, აბა რას იზავდა... თანაც ჯემირო ქუაის იმ იტალიის კონცერტივით არ მოინდომებდა დასველებას და გრიპის აკიდებას, იმიტომ რომ როცა სხვა კონცერტებზე გაფრინდება მილიონების ჩასაკუჭად, გაციებული არ უნდა იყოს... ყველანაირი სპეცეფექტების გარეშე, ცარიელი ბენდით სტადიონებს ავსებენ 20 წელია... 37 წლის ადამი ბიჭივით გამოიყურება მეტი რა ქნან?! ასე რომ კაი ხალხს გაუმარჯოს!"

image

0
679
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
679
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0