x
image
alex999
ალუბალი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ალუბალი - მერქნიანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარის. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები, შეკრებილი ქოლგა ყვავილედებად. ნაყოფი წვნიანია, კურკიანა.ალუბალი ყინვაგამძლეა, ადრემსხმოიარე. ალუბლის ნაყოფი გემრიელია, შეიცავს 7, 3-17, 5% შაქარს, 0, 8-2, 4% მჯავას, 0, 15-0, 88% მთრიმლავ ნივთიერებას. იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს. ალუბალი გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში გვხვდება ზღვის დონიდან 1600 მ-მდე. ვარაუდობენ, რომ ალუბალი წარმოიშვა ბლისა და ქონდარა ბალამწარას ბუნებრივი შეჯვარებით. კულტურის ფორმებში განასხვავებენ 2 ჯგუფს — ბუჩქოვანსა და ხისებრს. ალუბალს ამრავლებენ თესლით, ფესვის ამონაყარითა და საძირეზე მყნობით.


image


ალუბალი ვარდისებრთა ოჯახის მცენარეა. ალუბლის გვარს მიეკუთვნება ბალიც. ალუბლის ნაყოფი წვნიანი და გემრიელია. ალუბლის ახალმოკრეფილი ნაყოფი ძვირფასი საკვები პროდუქტია. მას სამკურნალო თვისებები აქვს. კერძოდ, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას, ასევე B1, B6, C, E, K და PP ვიტამინებს, მაგნიუმს და იოდს.


image


სასარგებლო თვისებები:


1. ალუბალი არის საუკეთესო ხილის სახეობა სიბერის საწინააღმდეგოდ!

2. აძლიერებს იმუნურ სისტემას!

3. მხედველობას აუმჯობესებს!

4. ბლომად შეიცავს A და C ვიტამინებს!

5. შეიცავს უმნიშვნელოვანეს მინერალებს : კალციუმს, რკინას და ფოსფორს!

6. ეფექტურია შემდეგი დაავდებების წინააღმდეგ: ყბაყურა, წითელა და ჩუტყვავილა!

7. არეგულირებს ნერვულ სისტემას!

8. გულის მეგობარია... მიირთვით ბალი, რათა მოიშოროთ გულის დაავდებები!

9. სიმსივნის წინააღმდეგაც ეფექტურია, განსაკუთრებით, პროსტატის კიბოს და მსხვილი ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ!

10. თმისცვენის წინააღმდეგაც ეფექტურია!

11. უძილობას ანადგურებს!

12. შენასანიშნავი ანტიოქსიდანტია!

13. საჭმლის მონელების სისტემისთვისაც სასარგებლოა. შეკრულების პრობლემების წინააღმდეგ ეფექტურია!

14. კიბოს უჯრედების გაფართოვებას ხელს უშლის!

15. ორგანიზმს იცავს ბაქტერიებისგან და სოკოსგან!

16. გრიპის, ხველების და სიცხის წინააღმდეგაც ეფექტურია!

17. ქოლესტერინს არეგულირებს!

18. პარკინსონის დაავადების წინააღმდეგ დაგიცავთ!

19. ტვინზე, მხედველობასა და ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს!

20. აღარ იქნებით გულმავიწყი!

21. ალცჰეიმერის დაავდების წინააღმდეგ დაგიცავთ!

22. არტერიების გამკვრივების საწინააღმდეგოდ საკმაოდ ეფექტურია!

23. დეპრესიას და სტრესს მალე გადაგატაინებთ!

24. გულის დაავდებებისგან დაგიცვავათ და გულისცემას დაგირეგულირებთ!

25. ამ ყველაფერთან ერთად, გულის შეტევის ალბათობა 1/2 უფრო ნაკლები იქნება!


image


ვიტამინებით მდიდარი ალუბალი საუკეთესო საშუალებაა ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ რკინის, მაგნიუმის, C ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას შემცველობის გამო. ის აჩქარებს სისხლის წარმოქმნას და შეუცვლელია ბავშვებისა და ორსულებისთვის. ალუბალს ახასიათებს ამოსახველებელი და ბრონქოლიზური მოქმედება, ამიტომ ეფექტურია სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს.


image


ალუბლის წვენი კარგია პოდაგრის დროსაც. უმადობის დროს კი შეგიძლიათ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ ნახევარი ჭიქა უშაქრო ალუბლის წვენი. ის ასევე გამოიყენება პირში გამოსავლებად პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, კერძოდ, სტომატიტისა და გინგივიტის დროს, გარდა ამისა, აყუჩებს ტკივილს, ამცირებს შეშუპებას და ანთებას. ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები, რომლებიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.


image


რაც შეეხება უარყოფით თვისებას, ალუბალს თითქმის არ გააჩნია უარყოფითი თვისებები, მხოლოდ და მხოლოდ მაღალ წნევიანებისთვის არ არის ჭრბი დონით ალუბლის მიღება, რადგან შესაძლოა წნევის აწევა გამოიწვიოს!


დიდი მადლობა ყურადღებისთვის! გისურვებთ ჯანმრთელ და ხანგრძლივ ცხოვრებას!




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

8
3017
14-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
3017
  
2016, 11 ივნისი, 18:43
ალუბალი პარალელურად გემოგლობინზე დადებითად მოქმედებს.
2016, 9 ივნისი, 22:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 9 ივნისი, 20:12
მართალი ხართ, გამომრჩენია
2016, 9 ივნისი, 19:59
თანაც ძალიან სასარგებლოა სისხლისთვის!
2016, 9 ივნისი, 19:43
ჩემს მიერ მოდუღებულ ალუბლის "კომპოტს" ვსვამდი და თან ვკითხულობდი :))
2016, 9 ივნისი, 15:30
უფ, რა ალუბლის ტორტებს ვაცხოოობ :)))))
2016, 9 ივნისი, 14:01
მოგწონს ალუბალი?
2016, 9 ივნისი, 14:00
თვალებით ვჭამდი სტატიას)))
0 1 8