x
image
ციცი
Mediator image
ვინ არის სალომე ასათიანი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ღირსეული პაექრობა ვერ გაუწია(+პირადი ფოტოები)
image
ჟურნალისტი სალომე ასათიანი საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი გახდა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს წყალობით, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო თავისუფლების ერთობლივ გადაცემაში "ინტერVIEW"-ში გავიდა.

ეს ინტერვიუ ჟურნალისტისთვის საკმაოდ სკანდალური გამოდგა. საზოგადოების უმრავლესობამ ინტერვიუ ჩაშლილად აღიარა, ხოლო თავად სალომე ასათიანს უნიჭო და უცოდინარი უწოდეს. ჟურნალისტს პროფესიონალიზმი დაუწუნეს.

ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით მან სოციალური ქსელით განმარტება გააკეთა და ბოდიშიც მოიხადა:

"ქაღალდებში ქექვისთვის" კი ბოდიშს გიხდით. უცებ გამიჭირდა საჭირო ციტატის მოძებნა და ცოტა დრო დამჭირდა ამისთვის. გადაცემა ეთერში გავიდა ხელუხლებლად, ჩავწერეთ როგორც პირდაპირი ეთერი, არც პაუზები და საერთოდ არც ერთი წამი არ შეგვიცვლია. იმედია მაპატიებთ შექმნილ დისკომფორტს."imageასევე სალომე ასათიანი ნაცმოძრაობის მომხრეების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს უარყოფს, რომლებიც თვლიან რომ ივანიშვილთან ინტერვიუ "მეორე დუბლი" იყო:



"ნაცმოძრაობის შეუვალ მომხრეთა ნაწილში შეთქმულების თეორიაც დაბადებულა, რომ გუშინდელი ინტერვიუ "მეორე დუბლი" იყო, პირველი ივანიშვილს არ მოწონებია და თავიდან ჩაგვიწერია. სადამდე შეიძლება წავიდეს პოლიტიკური პარანოიით შეპყრობილი აზროვნება, გასაოცარი ამბავია ნამდვილად. ერთი ის "პირველი დუბლი" მანახა, ნეტავ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო, მართლა მაინტერესებს.... მათთვის ალბათ წარმოუდგენელია ის, რომ პირველ არხზე გადის კრიტიკული გადაცემები. აწი რა იქნება, ამას ვნახავთ, მაგრამ ჯერჯერობით ასეა და იმედია ოდესმე მიხეილ სააკაშვილიც გვესტუმრება გადაცემაში. მთელი პრეზიდენტობის დროს, ის არც ერთხელ არ დაგვთანხმდა ინტერვიუზე რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს. იყო შემთხვევა, როცა პრაღაში მყოფმა ჩაშალა უკვე დანიშნული ინტერვიუ."


imageბოლო სტატუსით კი სალომე ასათიანი საზოგადოებას ამცნობს, რომ მალე წავა თბილისიდან:

"უკვე მალე წავალ თბილისიდან და მომავალი კვირიდან ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებ მუშაობას. ძალიან მნიშვნელოვანი, რთული და საინტერესო გამოცდილება მივიღე. ვიცი, რომ შესაძლოა რაღაცეებს სათანადოდ ვერც გავართვი თავი, თუმცა მაქვს უნარი საკუთარ შეცდომებზე ვისწავლო. ციტატებს მაინც ნამდვილად ცალკე ფურცელზე ჩამოვწერ ხოლმე. აწი საერთო ჯამში ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ყველაზე მთავარი დასკვნა, რომელიც გამოვიტანე, არის ის, რომ სიტყვის თავისუფლება მართლა უზენაესი ამბავია. ეს დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ასე ცხადად, რეალურად, არასოდეს დამინახავს. რა პრობლემებიც უნდა გვქონდეს პოლიტიკურ, სოციალურ სფეროებში, რამდენი სირთულეც უნდა იყოს წინ, ფაქტია- ის, რომ დღეს საზოგადოებრივ არხზე ცენზურის მცდელობის გარეშე გავიდა კრიტიკული ინტერვიუ ივანიშვილთან, ძალიან დიდი ძალაუფლების მქონე ფიგურასთან, ეს თვისებრივი ცვლილებაა დადებითისკენ. და დიახ, ბევრჯერ გავიმეორებ-რამდენიმე წლის წინ პირადად მე ამას ვერც კი წარმოვიდგენდი."image
image

ალბათ ბევრისთვის არ არის ცნობილი, თუ ვისი შვილია სალომე ასათიანი.

ჟურნალისტი ცნობილი მომღერლის ირმა სოხაძისა და რეზო ასათიანის შვილია. მისი და ნატა ასათიანი კი "მეცხრე არხის" ყოფილი თანამშრომელი და
განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის უფროსია.imageimageimageimageimageimageimageimage
image



სალომეს და ნატა:

imageimageimageimage

0
3075
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
3075
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0