შოუბიზნესი "მალე ეს ზღვარგადასული ლანძღვა და სიძულვულის ენა დასჯადი გახდება..."-ცირა კობიაშვილის დედის განცხადება-"თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფაშისტები..." 2016, 4 ივნისი, 7:53 პოპულარული მუსიკალური მეგა-შოუს "იქს ფაქტორის" ყველაზე სკანდალური და სექსუალური კონკურსანტის ცირა კობიაშვილის დედა, ჟურნალოსტი თათია პაჭკორია შვილის დასაცავად და მხარდასაჭერად ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში პოსტებს. იგი უკანასკნელი სტატუსით ცირას მიმართ კრიტიკულად და აგრესიულად განწყობილი საზოგადოების მსამართით არის დაწერილი: "მეგობრებო, მაპატიეთ დაგვიანებული მადლობა. ყველას უღრმესი მადლობა ყოველი ზარისთვის, მხარდაჭერისთვის. ცირა ცდილობს მაქსიმუმი დადოს, ყოველშემთხვევაში ყველაფერი, რაც დამწყები არტისტისთვის არის შესაძლებელი. მადლობა ყველას გამამხნევებელი სიტყვებისთვის. კონკურსია მეგობრებო და შესაძლოა გუშინ ჩვენ დაგვეტოვებინა პროექტი, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო პროექტის გამო არავის გავლანძღავდით უშვერი სიტყვებით.... მალე ეს ზღვარგადასული ლანძღვა და სიძულვულის ენა დასჯადი გახდება, იქამდე კი ყველა თავისი ზნეობრივი მოცემულობის და აღზრდის მიხედვით იმოქმედებს. ასევე პრაიმ-ტაიმის ჟურნალისტიც, რომელიც ჩასაფრებული მალულად უსმენდა თურმე ცირას და მისი მენტორის საუბარს და ცირას სიტყვები სათაურში გამოიტანა. თქვენ, ვინც ასე უაპელაციოდ ანთხევთ ბოღმას ახალგაზრდა გოგოს მიმართ, არაფერი გაქვთ საერთო არც ხელოვნებასთან და არც შოუ-ბიზნესთან. თქვენ ადასტურებთ ამით, რომ მეტი პერსპექტივა არ დარჩენიათ თქვენს ფავორიტებს. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფაშისტები, რომელთაც ომის დროს სამართლებრივი ჩარჩოების არ არსებობის გამო გამოავლინეს საუთარი ცხოველური სახე და სისასტიკე. ადამიანებს მარტო იარაღით არ კლავენ ეს კარგად დაიმახსოვრეთ, მაგრამ ვერ მოესწრებით, ჩვენ იმაზე მეტი მხადამჭერი გვყავს ვიდრე წარმოგიდგენიათ..." 443 4-ს მოსწონს 3-ს არა
|