საზოგადოება რატომ არჩია ნინა სუბლატმა X Boys-ს ცირა კობიაშვილი - მიზეზი, რომელმაც ბევრი აღაშფოთა! 2016, 3 ივნისი, 13:35 როგორც მაყურებლისთვისაა ცონობილი, 30 მაისს მეგა-შოუ "X ფაქტორ"-ის მორიგი ლაივ კონცერტი ბევრისთვის გულდასაწყვეტი შედეგით დასრულდა. აუტსაიდერებში აღმოჩნდნენ X Boys და ცირა კობიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ჟიურის გადამწვეყი ხმა ამ არჩევიანის გასაკეთებლად ნინა სუბლატს ხვდა წილად. ბევრისთვის მოულოდნელად მან არჩევანი გიორგი გაბუნიას გუნდის წევრზე შეაჩერა და პროექტს X Boys გამოეთიშა. ამ ფაქტმა მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია, რაც გამოჩნდა კიდეც სოციალურ ქსელში "იქს-ფაქტორის" ოფიციალურ გვერდზე გაკეთებული კომენტარებიდან, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობაში აღნიშნულია, რომ გასაწყვეტილება ძალიან უსამართლო იყო. კომპოზიტორმა და "X ფაქტორ"-ის ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტის, პატარა დათუნა ლაზარიშვილის დედამ, მაიკო კაჭკაჭიშვილმა, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა "სკრინი", სადაც ნინა სუბლატი იმ მიზეზზე საუბრობს, რომლის გამოც ამგვარი არჩევანი გააკეთა. როგორც აღმოჩნდა, ნინამ ცირა კობიაშვილს მხარი მხოლოდ იმიტომ დაუჭირა, რომ ასაკი ბიჭებზე უფროსი იყო. "იმის მიუხედავად, რომ ნიჭს ასაკი არ აქვს, არის მაინც რაღაცეები, რასაც ასაკი წყვეტს" - ვკითხულობთ "სკრინზე", რასაც კატეგორიულად ვერ ეთანხმება მაია კაჭკაჭიშვილი: "თუ ნიჭს ვაღიარებთ ნიჭი ჩანასახშივე აქტიურია. როცა კედელსთავნარტყამი დიდები ( ვგულისხმობ გამოცდილებას და პედაგოგებთან, თუნდაც "იუთუბით" მეცადინეობას) რომ მაინც ვერ ახერხებენ ბგერის დამორჩილებას და რათქმაუნდა არამარტო ბგერის, არ ვთვლი რომ დიდი პატარაზე პრივილეგირებული უნდა იყოს იმიტომ რომ მასზე მეტი წელია ცხოვრობს. არსებობს ზებუნებრივი ძალები რასაც მოკვდავები ვერ შეეწინააღმდეგებიან. PS: ცირას და ბიჭებს არ ვგულისხმობ, ზოგადად დიდის და პატარას პრივილეგიებზე გავამახვილე ყურადღება " - წერს კომპოზიტორი "ფეისბუქზე" და მის აზრს ბევრი ეთანხმება. 912 7-ს მოსწონს 1-ს არა
|