საზოგადოება " პირველი მცდელობა ფეხის დადგმის..."-შორენა ბეგაშვილი ევას პირველი ნაბიჯების გადადგმის ფოტოს აქვეყნებს. 2016, 2 ივნისი, 18:28 მოდელის, მსახიობის და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ევა ბარბაქაძე 26 მარტს საკუთარი სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ღმერთის წყალობით სიკვდილს გადაურჩა. მოზარდი უმძიმეს მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებით და კისრის მალების დაზიანებით მოთავსებული იქნა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში. ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოში, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გაუსაძლისი ტკივილების გამო, მას განმეორებითი ოპერაციები სჭირდებოდა... ამსი გამო ევა ბარბაქაძე გულისხმიერი ადამიანების დახმარებით სასწრაფოდ თურქეთში გადააფრინეს. 14 მაისს გოგონას პირველი ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარდა თურქეთში და ვინაიდან მისი ორგანიზმი დასუსტებული იყო, მეორე ოპერაცია ფეხზე ჩაუტარდა ცოტა მოგვიანებით-24 მაისს. ახლა კი ევა უკვე რეაბილიტაციის კურსს გადის და პირველ ნაბიჯებსაც დგავს. ამის შესახებ შორენა ბეგაშვილმა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა და დაპოსტსა: "რეაბილიტაცია დავიწყეთ... პირველი მცდელობა ფეხის დადგმის..." ყველა ბედნიერია ევას პირველი ნაბიჯებით: " მალე გაივლი საყვარელო, მთავარია მოინდომო... ბოლომდე გამოჯანმრთელებას გისურვებ... უფალი იყოს შენი და შენი დედიკოს მფარველი..." "ადამიანი ორი ძირითადი როლით შეიცნობა..... როგორი შვილია და როგორი მშობელია...... არ ვიცი მაგრამ მგონია, რომ კარგი შვილი ხარ, შორენა მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, უნაკლო დედა ხარ! გილოცავთ პირველ ნაბიჯებს გამარჯვებებისკენ! მიწყალეა უფალი..... იხარეთ..." " ღმერთო სასწაულებიც ხდება!!! გადაგარჩინა ღმერთმა, მოგცა დიდი მომავალი და გამოიყენო უნდა... ყოჩაღად იყავი..." 328 4-ს მოსწონს 1-ს არა
|