შოუბიზნესი იუნა შაფათავა "მის თბილისი 2016"-ის გამარჯვებულს საჯაროდ ბოდიშს უხდის-"შენ მე გაწყენინე ძალიან!"(+ფოტოები) 2016, 30 მაისი, 18:21 სილამაზის კონკურსმა "მის თბილისი 2016"-მა დიდი სკანდალი გამოიწვია. თემა "ნანუკას შოუშიც" განიხილებოდა, სადაც სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად იუნა შაფათავაც იმყოფებოდა. მან ვერ დამალა თავისი ემოციები და ზედმეტად მძაფრი შეფასებები გააკეთა კონკურსანტების მიმართ: "ხვალ რომ ჩატარდეს კონკურსი "მის დედაქალაქები" რა გვეშველება? "მის ნიუ-იორკის" გვერდით, რომ დადგება ჩვენი გოგო მოუვლელი, ორ კვირაში ფიტნესზე "ნაკაჩავები" სად მიდიხარ მითხარი?" "შვილო დასავარცხნი ხარ... სილამაზის კრიტერიუმისთვის დასავარცხნი ხარ..." იუნას ასეთ შეურაცხმყოფელ გამოსვლას დიდი განხილვა მოყვა სოციალურ ქსელში. რატომღაც იუნამ გადაწყვიტა, რომ მის თბილისისთვის, ანი გაბელიასთვის ბოდიში მოეხადა და "ფეისბუქზე" მის ფოტოსთან ერთად ვრცელი წერილი გამოაქვეყნა: "საყვარელო, თბილო, ლამაზო გოგო ანი გაბლაია! ამდენი დღე დრო არ მქონდა მეყურებინა რაც ვილაპარაკეთ ტელევიზორში. შეიძლება, მე ძალიან დავბერდი და შეიძლება, ძალიან მომთხოვნი გავხდი. შეიძლება... მაგრამ პირველ რიგში, მომთხოვნი ვარ ჩემი თავის მიმართ. არ ვარჩევ, იქ რა ხდებოდა და რა მომწონს და რა - არა. საერთოდ მძულს კონკურსები, იმიტომ რომ კონკურსი არასოდეს, არასოდეს და არსად, არც ერთ დროში, არ არის სამართლიანი. იმიტომ, რომ ადამიანები განსხვავებულები ვართ და ერთ აზრზე თითქმის არასოდეს ვდგავართ. და კონკურსი ყოველთვის ეწყობა არა კონკურსანტებისთვის, არამედ სხვების მოგების მისაღებად. იქ არის ბევრი გულსტკენა, ბევრი ნეგატივი და სტრესი. გწერ საჯაროდ, იმიტომ კი არა, რომ ვინმეს დასანახად ან ვინმესთვის... გწერ შენ, მხოლოდ შენთვის, შენი ახალგაზრდობისთვის და ხასიათისთვის. საჯაროდ იმიტომ, რომ მინდა ყველამ ნახოს -იმათაც, ვისაც შენი წყენინება ესამოვნა, ნახონ, რომ მე ეს არ მინდოდა და პირველ რიგში მე არ მინდოდა. გადავახვიე და შენი სახე, იმ მომენტში როცა გაწყენინე, ისე ჩამერჭო გულში, ვთქვი, ამ შენი წყენინებით, მე ვერ დავიძინებ წყნარად. შეიძლება, არ მომწონდეს ვინმე, ან რაიმე, მაგრამ მიზანი-სხვა ადამიანის მიწაზე დაგდების და დამცირების, არასოდეს მაქვს. პირიქით- ყველანაირად ვცდილობ, დადებითი მუხტი შევიტანო, თუ შემიძლია. პირიქით, ვცდილობ გამხნევებას. შენ მე გაწყენინე ძალიან. და ვერ გადავიტანდი, რომ არ მომეწერა. არავის არასოდეს არ დაუჯერო. შენ გამარჯვებული ხარ, როდესაც შენ იღებ გადაწყვეტილებას და აკეთებ იმას, რისიც გწამს. არ მოიხედო, არ გაიხედო, იყურე წინ- იუნა დაგხვდება თუ გველეშაპი-თუ შენ გინდა ის, რისკენაც მიდიხარ მთელი გულით. მეც ვიყავი შენხელა და ბევრი ნაგავი ადამიანიც შემხვედრია, ბევრს "პოდნოჟკაც" დაუდია და ბევრი ღალატიც მაქვს ნანახი. არ მინდა, მე ვიყო ისეთივე ნაგავი ადამანი შენ ლამაზ გვირგვინზე, მინდა გიხაროდეს შენი დღევანდელი სტატუსი, ის, რომ შენ ხარ დღეს თბილისის დედოფალი. ჩემი აზრი არის მხოლოდ ცალკე მდგომი აზრი და რა თქმა უნდა, ზეგავლენას არ მოახდენს შენ სიხარულზე. იმედია, ეს ასეა. The winner takes it all - ისიამოვნე, აითვისე ყველა სასარგებლო შემოთავაზება და გახსოვდეს -მე ყოველთვის დაგიჭერ მხარს, მის ნუ იორკის, მის კიევის და მის ჰონგ კონგის გვერდით რომ იდგები- სულ რომ ყველა გჯობდეს, შენ იქნები ჩემთვის საუკეთესო და ვიდგები შენ გვერდით და დაგიცავ, ისევე როგორც თეო გიცავდა- ყოჩაღ თეო! სულ არ მაინტერესებს ვის მოსწონს, რომ მწარე რაღაცეები ვთქვი - და ეს ნამდვილად ასეა, ვთქვი - მე მხოლოდ მაინტერესებს, შენ იყო ბედნიერი. შენ და დანარჩენი გოგოები. ყოველთვის ლამაზ გოგოებს ბევრი მტერი ყავს - მაგრამ შენ მდიდარი ხარ შენი სილამაზით და იმედია, სათანადოდ და კეთილი მიზნებისთვის გამოიყენებ მას. არ ვიცი, თუ გყავს დედიკო და მამიკო -ალბათ, ჩემზე ახალგაზრდები იქნებიან -გადაეცი, იმ ქალს ჩემი წყენინება არ უნდოდა-თქო. გადაეცი, რომ ძალიან მაგარი გოგო ყავთ-შენ არც ხმა ამოიღე, არც იჩხუბე, არც შეეკამათე ვინმეს - ამან მომკლა და ამით შენ უკვე მოუგე ყველას. იცოდე, თუ დაგჭირდა ვინმესთან ჩხუბი-დამიძახე, მე ვიჩხუბებ შენ მაგიერ. გადაეცი მშობლებს და ნათესავებს- მე გისურვებ ბედნირებას და სუფთა გულით ვამბობ ამას, ყველამ გაიგოს! შენ დღეს მის თბილისი 2016 ხარ, შენ ხარ გამარჯვებული და არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას იტყვის. მე შენი წყენინება მიზნად არ მქონია. შენი მოკუმული ტუჩები, პატარა დედოფალო, იყო ჩემი სასტიკი გამოსვლის პასუხი და Respect შენ ამისთვის. მეც მყავს უმცროსი და, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გადაგვილახავს ერთად. და დღეს უფრო ძლიერები ვართ ამით. იმედია, შენ ბრძოლა არ დაგჭირდება და ეს სინაზე და სინატიფე სულ გაგყვება. ჩამთვალე უფროს დად, თუ ოდესმე დაგჭირდი და გამოგადგები. გილოცავ, ანი! შენ ხარ მის თბილისი 2016, ეს ისტორიაა- იებით და ვარდებით, სიყვარულით და სითბოთი იყოს სავსე შენი ლამაზი ცხოვრება... წარმატებებს გისურვებ baby !!!!!!! მე შენი წყენინება არ მინდოდა. ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი, რომ ეს შენთვის და შენი მშობლებისთვის არ მეთქვა. ჩვენ ვართ ადამიანები, პირველ რიგში და სიყვარული უპირველეს ყოვლისა. პატივისცემით, Юნა..." ფოტო, რომელიც ნანუკას შოუს დასრულებისას გადაიღო იუნამ კონკურსანტებთან: 746 2-ს მოსწონს
|