x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ავსტრალიაში ნიანგმა ქალი გადასანსლა
image


ავსტრალიაში მაშველები ეძებენ ქალს, რომელიც ნიანგმა გაიტაცა გასულ კვირა დღეს ღამით ბანაობის დროს.


ტრაგედია დატრიალდა ავსტრალიის კვინსლენდში, დეინტრის ნაციონალურ პარკში.


ღამით ორმა მეგობარმა ქალმა( 46 და 47 წლის) წყალში ბანაობა გადაწყვიტეს.მოულოდნელად მათ ნიანგმა შეუტია, მიუხედავად იმისა, რომ იმ ადგილზე წყალი საკამოდ მეჩხერი იყო(დაახლოებით 1 მეტრი)ერთ-ერთმა ქალმა მაინც ვერ შეძლო თავის დახსნა.



47 წლის ქალი გააფრთებული ცდილობდა გამოეგლიჯა მეგობარი ნიანგის ხახიდან მაგრამ უშედეგოდ.მტაცებელმა ქალი გაიტაცა.


მალევე სამაშველო ვერტმფრენებით დაიწყეს ქალი ძებნა, თუმცა უშედეგოდ.მეორე ქალი შოკურ მდგომარეობაში და დაზიანებული ხელით ჰოსპიტალში გადაიყვანეს.


დაკარგული ქალი ლიტგოუდან იყო(ახალი სამხრეთ უელსი)


"წელამდე წყალში ვიდექით, როდესაც რაღაც ბიძგი ვიგრძენით და ამ დროს ჩემმა მეგობარმა ყვირილი დაიწყოო..47 წლის მეგობარი ცდილობდა იგი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას, მაგრამ ძალა არ ეყო"-განუცხადა ABC-ს კონსტებლმა რასელ პარკერმა.


უორენ ენშტმა, რომელიც ამ რეგიონის დეპუტატია პარლამენტში განაცხადა რომ, იქ დგას ყველა ტურისტისთვის გამაფრთხილებელი ნიშანი:აქ ნიანგებია და სახიფათოა ბანაობა.


"არ არსებობს კანონი ადამიანის სიბრიყვის წინააღმდეგ..მიდიხარ საბანაოდ ღამის 10 საათზე გამოდის იმისთვის, რომ გადაგსანსლონ"-განაცხადა მან.


აღსანიშნავია, რომ ამ ადგილზე ნიანგმა 5 წლის ბიჭუნა იმსხვერპლა 2009 წელს, უფრო ადრე 1985 წელს აქვე მახლობლად რუში მობანავე ქალი.





4
702
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
702
  
2016, 30 მაისი, 19:39
მაშველები რატომ ეძებენ ან რაღას ეძებენ?
2016, 30 მაისი, 13:52
შესაძლოა ან ნასვამი იყვნენ და "დაიკიდეს"...
2016, 30 მაისი, 13:49
არაა გასაკვირი რომ არ იცოდეს.....
2016, 30 მაისი, 13:46
ნუთუ ავსტალიელებმა არ იცოდნენ ნიანგი ღანით უფრო აქტიური რომაა! :((
0 1 4