საზოგადოება საინტერესო ფაქტები საქართველოს შესახებ,რომელიც შესაძლოა არც იცოდით(ნაწ.2) 2016, 26 მაისი, 12:58 ![]() 1)2003 წლის "ვარდების რევოლუცია" პირველი იყო ისტორიაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.ც CNN-ს 4 საათის განმავლობაში, ყოველგვარი სარეკლამო ჭრის გარეშე ჰქონდა ეთერი ჩართული. ![]() 2)ქართული ფილმი „წითელი ეშმაკუნები“ პირველი საბჭოთა ფილმია, რომელზეც რეცენზია დაიწერა "New York Times"-ში. ![]() 3)საქართველოს ტერიტორიაზე კანარის ჩიტის შემოფრენის ერთადერთი შემთხვევა 1896 წელს დაფიქსირდა. ![]() 4)უჯარმის ციხე ჟურნალმა Forbes-მა 2012 წელს შეიყვანა მსოფლიოს ცხრა უძველესი ციხესიმაგრის სიაში. ![]() 5)დღემდე მოღწეული ცნობების მიხედვით, IV საუკუნეში საქართველოში ახალი წლის დადგომას 6 აგვისტოს აღნიშნავდნენ, VII საუკუნიდან — სექტემბრის თვეში, IX საუკუნის 20-იანი წლებიდან ახალი წელი მარტში დგებოდა, ხოლო 1 იანვარს ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია XIV საუკუნეში დამკვიდრდა. ![]() 6)ქართველთა აჯანყება კუნძულ ტექსელზე წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ ევროპულ ბრძოლას. ![]() 7)სიტყვა „საქართველო“ ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად VIII საუკუნეში ჯუანშერთან დასტურდება, თუმცა საყოველთაოდ მისი გამოყენება მხოლოდ XIII საუკუნიდან იწყება. ![]() 8)რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი ევროპაში XXI საუკუნის პირველი ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი იყო სუვერენულ სახელმწიფოთა შორის. ![]() 9)საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი საბჭოთა კავშირის ისტორიაში იყო პირველი თანამდებობის პირი, რომელიც თავისი ნებით გადადგა. ![]() 10), რუსთაველის გამზირის 31/13 ნომერში მდებარე შენობის სახელი „იმელი“ (ИМЕЛ) რუსული ენიდან მოდის და ნიშნავს „ინსტიტუტი მარქსის, ენგელსის, ლენინის“, შემდგომში მას სტალინის სახელიც მიემატა და მას „იმელსი“ დაერქვა. ![]() 11). ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთებამდე საქართველოს მომავალმა მთავარმართებელმა პავლე ციციანოვმა ქართულ სამხმიან გალობას „კატის კნავილი“ უწოდა, ხოლო ეგზარქოსმა თეოფილაქტე რუსანოვმა — „ძაღლის ყეფა". ![]() 12)ვეფხისტყაოსანი შუა საუკუნეებში ქართული სამღვდელოების მიერ კრიტიკის საგანს წარმოადგენდა, ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით კი, ნაწარმოები იდევნებოდა და მისი ხელნაწერი წიგნები იწვებოდა კიდეც. ![]() 13) „ქართული ეროვნული ბალეტი“(სუხიშვილები) დღემდე მსოფლიოს ერთადერთი ფოლკლორული დასია, რომელმაც "ლა სკალას" სცენაზე წარმოდგენა გამართა 1968 წელს. ![]() 14) პირველად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, როგორც დე-ფაქტო, ასევე დე-იურე, ცნო თურქეთმა 1918 წლის 3 ივნისს. ![]() 15)ძველად საქართველოში მოღალატე მეუღლეს ეკლესია სასჯელად 15 წელს უზიარებლად ყოფნას უწესებდა... ![]() 16)XII-XIV საუკუნეების საქართველოს ფეოდალური საგვარეულოს — მხარგრძელების წინაპრები წარმომავლობით ქურთები იყვნენ... ![]() 17)მერი შერვაშიძე, გალაკტიონის მუზა, 1921 წელს სტამბოლში გამართული მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ![]() 18)სოფიკო ჭიაურელი ერთადერთი მსახიობი ქალია ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომელიც ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ დაჯილდოვდა პრიზით საერთაშორისო კონკურსებში "ქალის საუკეთესო როლის" შესრულებისათვის. ![]() 19)პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხური დრამატული თეატრი მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც სომხეთის ფარგლებს გარეთ სახელმწიფო თეატრის სტატუსით ფუნქციონირებს... ![]() 20) საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი სანქცინირებული როკ-ფესტივალი თბილისში ჩატარდა 1980 წელს."გაზაფხულის რიტმები. თბილისი-80". ![]() 1201 7-ს მოსწონს 1-ს არა
|