შოუბიზნესი "დამთავრდა... სძინავს... ყველაფერმა კარგად ჩაიარა..."-ევა ბარბაქაძეს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა. 2016, 25 მაისი, 9:27 ![]() მოდელის, მსახიობის და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის თავს გადამხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ევა ბარბაქაძე, 26 მარტს საკუთარი სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებით და კისრის მალების დაზიანებით მოთავსებული იქნა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში. ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოში მოზარდს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გაუსაძლისი ტკივილების გამო, მას განმეორებითი ოპერაციები სჭირდებოდა, რის გამოც მისი თურქეთში გადაყვანა გახდა საჭირო. 14 მაისს ევა ბარბაქაძეს პირველი ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარეს თურქეთში და ვინაიდან მისი ორგანიზმი დასუსტებული იყო, მეორე ოპერაცია ფეხზე ჩაუტარდა გუშინ, 24 მაისს. ამის შესახებ შორენა ბეგაშვილმა სოციალურ ქსელში დაპოსტა: ![]() ![]() როგორ მინდა ჩაგეხუტო, რომ იცოდე, მართლა მიყვარხარ და მთელს სურვილებს შენსკენ მოვმართავ, უფალი შეგეწიოთ!!! მეც გავიხარებ ევა სულ კარგად რომ იქნება... და ასეც იქნება... იხარეთ მრავალი წელი ..." 382 4-ს მოსწონს 1-ს არა
|