x
image
natia.a
რატომ უხდის მადლობას სტანისლავ ბონდარენკოს შალვა ნათელაშვილის ცოლი
imageლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, მწერალი ბელა ალანია სოციალუურ ქსელში რუსეთში მოღვაწე უკრაინელ მსახიობთან, სტანისლავ ბონდარეკნოსთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მადლობას უხდის მას ყველაფრისთვის, რასაც ქართველი ბიჭის დასახმარებლად აკეთებს:


"პროექტ " ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვნახე სტანისლავ ბონდარენკოს მიერ შესრულებული ქართული ცეკვა. მართლა გული ამიჩუყდა. როგორი პასუხისმგებლობით დაუფლებია ქართულ ხელოვნებასაც.


ეს ახალგაზრდა მსახიობი ეხმარება მიხეილ სხვიტარიძეს ძვირადღირებული ოპერაციის დაფინანსებაში.


მონაწილეობს ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში " მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ზურიკელას როლში. შემოსულ თანხას რიცხავს ქართველი ბავშვის ოპერაციისთვის.



ნამდვილად არ აქვს ადამიანობას საზღვარი. როცა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს სიკეთე აერთიანებთ, ეს ყველაზე გულწრფელი, კეთილშობილური, უღალატო ურთიერთობაა.


დიდი მადლობა, სტას, ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ. ძალიან ვაფასებ შენს კეთილშობილებას." - წერს ბელა ალანია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


imageimage

0
497
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0