საზოგადოება როგორ გამოიყურებიან ბოლო ზარზე ქართველი ახალგაზრდები 2016, 22 მაისი, 11:40 ბოლო ზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა ახალგაზრდის ცხოვრებაში. ეს ის დღეა, როდესაც ემშვიდობები სკოლას, ბავშვობას და შეიძლება ითქვას სერიოზულობასაც. ამ დღის შემდეგ იწყება უამრავი მნიშვნელოვანი რამ შენს ცხოვრებაში, გადადიხარ ბავშვობიდან ზრდასრულობაში, ირჩევ შენს მომავალს, ახალ სასწავლებელ ადგილს, ახალ გარემოს, სადაც მოგიწევს ყველაზე მეტი დროის გატარება ცხოვრების რაღაც ეტაპზე და მიისწრაფი საკუთარი მიზნისკენ. ახალგაზრდები ბოლო ზარისთვის საგანგებოდ თეთრ მაისურებს, ან პერანგებს იცმევენ, რომელზეც ასევე საგანგებოდ რაიმე ნახატს ან წარწერას აკეთებენ, რომელიც მათ შინაგან მეს გამოხატავს, ან შესაძლოა უბრალოდ ნახატს, რომელიც მათ უბრალოდ მოსწონთ. შემდეგ რა თქმა უნდა მიდიან სკოლაში და მათ თეთრ პერანგებს კიდევ უფრო მეტი და მეტი წარწერა ემატება, თანაკლასელების, მეგობრების, მასწავლებლების და ასე შემდეგ. სკოლაში ბავშვები დგავენ გამოსამშვიდობებელ სანახაობას, მასწავლებლებისა და სხვა ბავშვებისთვის, სადაც უამრავ ხუმრობას, ცეკვას და სიმღერას მოისმენთ. განსაკუთრებულად სახალისო და საინტერესო არის ხოლმე ხუმრობები მასწავლებლებზე, რომელზეც ამ მნიშვნელოვან დღეს თვითონ მასწავლებლებიც ხალისობენ და არ ბრაზდებიან. მოკლედ, როგორც ვთქვით უმნიშვნელოვანესი დღეა ყველა ადამიანის ცხოვრებაში და დარწმუნებული ვარ ეს დღე არავის არასდროს არ დაავიწყდება. ეს ხომ ბავშვობაა, რომელიც ასე გვიყვარს და რომელსაც მუდამ ვესწრაფვით ცხოვრების ყოველ საფეხურზე. ახლა კი მოდით ვნახოთ ქართველი ახალგაზრდები, როგორ გამოიყურებიან ბოლო ზარზე, რა ახატიათ და რა წარწერები აქვთ. პ.ს. ყველა სკოლადამთავრებულს ვუსურვოთ წარმატება და უკეთესი მომავალი. 4185 8-ს მოსწონს 1-ს არა |
:*