x
image
natia.a
"ნიკა და გიორგი გრძნობებში გამოუტყდნენ ერთმანეთს" - რა ხდება მაღაზიაში, სადაც ნაკურთხი მობილურები იყიდება
მაღაზია “iPhone+”-მა, რომელიც Apple-ს პროდუქციის ერთ-ერთი მსხვილი რეალიზატორია რეგიონში, სოციალურ ქსელში თავისი ორი თანამშრომლის ისტორია გამოაქვეყნა. პოსტში ნიკას და გიორგის გაცნობისა და სიყვარულის ამბავია მოთხრობილი და ერთგვარ სარეკლამო ფუნქციასაც ატარებს:


image


"ნიკამ და გიორგი ერთმანეთი iPlus–ში გაიცნეს.

ისინი ერთ დღეს მოვიდნენ სტაჟირებაზე და თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი დაახლოვდნენ და საბოლოოდ გრძნობებშიც გამოუტყდნენ ერთმანეთს!”

ახლა კი მათი დაჟინებული მოთხოვნით ვდებთ ამ პოსტს !

iPlus – ის არსებობის 7 წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენს პორთფელიოში არასდროს ყოფილა ისეთი ფაქტი, რაც ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს გამოარჩევდა რაიმე ნიშნით
მათი კანის ფერისა, რელიგიურ აღმსარებლობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.

დასაქმდი ჩვენთან! იყავი წარმატებული ადამიანი
და ნუ იცხოვრებ დოგმებში!" - ვკითხულობთ iPlus-ს ოფიციალურ გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, მობილური ტელეფონების მაღაზიათა ქსელმა iPhone +-მა მომხმარებლებლებს „ნაკურთხი ტელეფონები“ შესთავაზა. კომპანიის გადაწყვეტილებით, მაღაზია IPhone + აკურთხეს, რადგან, მაღაზიის მენეჯერის განმარტებით, ხშირად საზოგადოება თავს იკავებს ე.წ ეშმაკის პროდუქტების შეძენისგან. ამიტომ, გაითვალისწინა რა მორწმუნე უმრავლესობის აზრი, კომპანია არის პირველი მაღაზია, სადაც იყიდება ნაკურთხი „აიფონები“.



image

0
404
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0