საზოგადოება ვაშლის წვენი თუ შარდი? - რა ესხა ჭიქებში, რომელიც პარლამენტში დაარიგეს და რატომ 2016, 19 მაისი, 15:37
ახალი პოლიტიკური ცენტრის, "გირჩის" წარმომადგენლებმა პარლამენტში პლასტმასის ჭიქებში ჩასხმული მუქი ფერის სითხე მიიტანეს. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ვაშლის წვენი, რომელიც შარდის იმიტაციას ახდენდა და რომელსაც თან ახლდა ტრანსფარანტები წარწერებით: „1 მოსწავლის წლიური ვაუჩერი 450 GEL, 1 ლიტრი შარდი 6000 GEL”, “წელიწადში სახელმწიფო იბარებს 2500 ლიტრ შარდს“. ამით მათ იძულებითი ნარკოტესტირება გააპროტესტეს, რომლის დროსაც პოლიცია მოქალაქეებს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებას აიძულებს.
სახელმწიფოს პოლიტიკასა და შარდის შემოწმებისას გაღებული ხარჯების შესახებ "გირჩის" პოზიცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ გააჟღერა და განაცხადა, რომ მოსამართლის ნებართვის გარეშე მოქალაქის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაყვანა არ უნდა იყოს ნებადართული. ხაჩიძე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხდვით, სასამართლოს განჩინების და ნებართვის გარეშე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ ექნებათ უფლება, რომ მოქალაქეები იძულებით ნარკოტესტირებაზე გადაიყვანონ. კონკრეტულად კი: პოლიციელი უფლებამოსილი იქნება დააკავოს მოქალაქე იმ შემთხვევაშიმ თუ მას ექნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე. თუ დაკავებული პირი დათანხმდება ტესტის გავლაზე, პოლიციელი მას წარუდგენს გამოკვლევისთვის უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მოქალაქე ნარკოტესტირების წინააღმდეგია, პოლიციელი შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და დაუყოვნებლივ წარადგენს სასამართლოში. 314 5-ს მოსწონს 1-ს არა
|