შოუბიზნესი "მტრის ჯინაზე 9-ჯერ მწარედ, მაგრამ მაინც გავიცინებ..."-ცირა კობიაშვილი დანებებას არ აპირებს-"ცხოვრება აუცილებლად გადაგიხით სამაგიეროს..." 2016, 17 მაისი, 12:44 "ვინმეს თუ ჰგონია რომ ამ მარაზმზე და მიზანმიმართულ შეურაცხყოფაზე კომენტარს გავაკეთებ ძალიან ცდება... მტრის ჯინაზე 9-ჯერ მწარედ, მაგრამ მაინც გავიცინებ... ცხოვრებაში იმდენი საშინელება და ცილისწამება გადავიტანე, რომ ამას ვერ გადავიტან?? სადამდეც ძალა მეყოფა იქამდე ვიბრძოლებ და არ დავნებდები. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასე მიდგას გვერდით. აი, თქვენ კი ჩემი დამხობის და გამწარების ოცნებაში ღამე ნათევო ადამიანებო, მე ვერა, მაგრამ ცხოვრება აუცილებლად გადაგიხით სამაგიეროს..."-ეს სტატუსი ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარულ მუსიკალური ტელეპროექტის "იქს ფაქტორის" ერთ-ერთ კონკურსანტს, ცირა კობიაშვილს ეკუთვნის. ორი სკამის კონკურსზე ცირა კობიაშვილის გამოსვლას მენტორების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოყვა. განსაკუთრებით მომღერალი სოფო ნიჟარაძე აქტიურობდა, რომელმაც აღნიშნა რომ ცირა კობიაშვილი ხელოვნური იყო და ვინაიდან აქ სილამაზის კონკურსი არ არის, მუსიკალურ კონკურსში მისი ადგილი არ არისო: "ვიზუალური ეფექტი უფრო დიდია, ვიდრე ვოკალური. ცირა უდავოდ არის ძალიან სექსუალური, ძალიან მაგარი გოგო, და მას შეუძლია არტისტიზმით ეს ყველაფერი გადმოსცეს, ულტრირებულად, ვიდრე ეს არის მასში.... ეს მას ეხერხება..." მიუხედავად ამ ყველაფრისა მისმა მენტორმა, გიორგი გაბუნიამ ცირა პროექტში დატოვა. ნიკა გვარამიას აღშფოთებულ მიმართვაშიც გაიჟღერა ისეთმა სიტყვებმა, რითიც ცირა კობიაშვილსაც შეეხო. ეს ყოველივე კი გიორგი გაბუნიას მიერ კონკურსანტის მიშო სულუხიას უარყოფითად შეფასებას მოყვა: "მნიშვნელოვანია, როგორ იმღერებენ ეს ადამიანები, როგორი არტისტები იქნებიან და ჯარისკაცები არიან თუ მესაფლავეები ამით სპეკულირებას არ ვაპირებ... ჩემთვის ეს არის მუსიკალური კონკურსი და თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ მხოლოდ ხარისხიანი მუსიკით... ფორმა გვაცვია, ჯარისკაცები ვართ, მესაფლავეები ვართ, შეყვარებული მოგვიკვდა, თუ დედა გაფრინდა ცაში, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, კარგი მუსიკით თუ გავიმარჯვებთ გავიმარჯვებთ, თუ ვერ გავიმარჯვებთ, ვერ გავიმარჯვებთ, მორჩა..." როგორც მოგეხსენებათ, ცირა კობიაშვილმა პირველ შესარჩევ ტურში სიმღერა stay with me(დარჩი ჩემთან) თავის გარდაცვლილ შეყვარებულს მიუძღვნა და გოგონამ თავისი ისტორიით და სილამაზით საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. 908 2-ს მოსწონს 1-ს არა
|