x
image
თამუნა გეწაძე
კარტოფილის გამოყენების შვიდი დაუჯერებელი მეთოდი
image


კარტოფილი, როგორც მოგეხსენებათ სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მის შემადგენლობაში შედის ისეთი უჩვეულო ნივთიერებები, რაც განსაზღვრავს მის ჯადოსნურ თვისებებს. წარმოგიდგენთ ამ თვისებებს.

1.ვერცხლის გასაპრიალებელი.

ვერცხლის ნივთების გასაპრიალებლად აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული საშუალებები, საკმარისია მოვხარშოთ რამდენიმე ცალი კარტოფილი ამოვიღოთ ისინი ქვაბიდან და ამ ნახარშში ჩავაწყოთ ვერცხლის ჭურჭელი ან ნაკეთობა, რომლის გაწმენდაც გვინდა გავაჩეროთ 20 წუთი და ამოვიღოთ, როდესაც ნაჭრით გავამშრალებთ ვნახავთ, რომ სასურველი შედეგი მიღწეულია.ვერცხლის გაწმენდის ეს მეთოდი მოიგონეს ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც ვერცხლის მონეტა იყო ბრუნვაში.


2.ფეხსაცმლის გასაპრიალებელი.

ამ უნიკალური ბოსტნეულით შეგვიძლია გავაპრიალოთ არამარტო ვერცხლი, არამედ ფეხსაცმელიც.უმი კაროფილი გავჭრათ ორ ნაწილად და ერთი ნაწილი წაუსვათ ფეხსაცმელს, ცოტა ხანს გავაჩეროთ და შემდეგ გავწმინდოთ რბილი ჯაგრისით ან ნაჭრით.რეზულტატით აღფრთოვანებული დარჩებით.

3.კარტოფილი არაჩვეულებრივი საშუალებაა სამზარეულოს ჭურჭელზე გაჩენილი ეგრეთწოდებული "ნადების"მოსაშორებლად. ამისათვის უმი კარტოფილი გახეხეთ და ამ ნადებზე მოათავსეთ გააჩერეთ 30 წუთი და შემდეგ "უხეში" ღრუბლით სცადეთ მისი მოშორება. თუ პირველ ჯერზე მთლიანად ნადები არ მოშორდა ეს პროცესი გაიმეოროთ.

4.არასაკმარისი ძილის ან გადატვირთული დღის რეჟიმის დროს, ხშირად ხდება თვალის ქვემოთ უპეების შეშუპება. ამ შეშუპების გასაქრობად ძალიან ეფექტური საშულებაა კარტოფილი. დაიფინეთ კარტოფილის თხელი ფენა თვალის ქვემოთ შესიებულ უპეებზე და გაიჩერეთ რამოდენიმე წუთი. შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით, თუ ამ პროცედურას რამდენჯერმე გაიმეორებთ, თვალის გარშემო არსებული სიშავეებიც გაგიქრებათ.

5.კარტოფილის წვენი მდიდარია ვიტამინებით, ამიტომ ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისათვის. გემოს გასაუმჯობესებლად კარგია წვენსაწურში კარტოფილთან ერთად სტაფილოს წვენის გამოხდაც და ერთად მიღება.

6.სახის კანის გაწმენდის არაჩვეულებრივი საშუალებაა კარტოფილი, მით უფრო თუ პრობლემური სახის კანი გაქვთ. კარტოფილი გახეხეთ და გაიკეთეთ ამ ნარევისაგან სახის ნიღაბი, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ. თქვენ მიიღებთ გაწმენდილ, ერთფეროვან და გლუვ სახის კანს.

7.კარტოფილს "ბიოლოგიური აკუმულატორსაც" უწოდებენ. ჩვეულებრივი სასკოლო ექსპერიმენტითაც კი შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ ჩვეულებრივი კარტოფილით შეიძლება განათდეს ნათურა და გააგრძელოს მუშაობა ელექტრო საათმა.ეს ხდება იმიტომ, რომ კარტოფილი ქმნის ენერგიას სპილენძის ან ცინკის სადენებთან შეხებისას. რათქმაუნდა კარტოფილის საშუალებით თქვენ ვერ დაქოქავთ მანქანის ძრავს, მაგრამ შეგიძლიათ ჩაატაროთ სახლის პირობებში ექსპერიმენტი და აანთოთ ნათურა.

0
473
2-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0