x
image
თამუნა გეწაძე
მდიდრებს განსხვავებული შემადგენლობის სისხლი აქვთ?
imageდიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის, ევროპული ცენტრის ეპიდემიოლოგების აზრით, ადამიანის სისხლის ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, შეიძლება გავარკვიოთ მისი სოციალური მდგომარეობა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც არ განიცდიან ფინანსურ პრობლემებს სხვა შემადგენლობის სისხლი აქვთ ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად გაჭირვებაში ცხოვრობენ.

მეცნიერებმა ჩაატარეს 22000 ადამიანის სისხლისა და შარდის ანალიზის გამოკვლევა და შეადგინეს 10 იმ ნივთიერების ჩანაწერი, რომელსაც შეიცავდა მდიდარი ადამიანის სისხლი.აქ ყურადღება ექცეოდა არა მიკროელემენტებს და ბიოქიმიურ მაჩვენებლებს, არამედ ტოკსინების ტიპსა და რაოდენობას, რომელიც მუდმივად გროვდება ადამიანის სხეულში.

მდიდარი ადამიანები რეგულარულად იყენებენ მზის დამცავ საშუალებებს, იკვებებიან ზღვის პროდუქტებით, იყენებენ პირადი ჰიგიენის ნივთებს: შამპუნებს, კრემებს, ბალზამებს და ა.შ. ყველაფერი კი ეს იწვევს ქიმიური ნივთიერებების დაგროვებას ორგანიზმში. დიდი რაოდენობითაა მათ სისხლში დარიშხანი, ბენზოფენონი-3 და სხვა ქიმიური ნივთიერებები.

ღარიბების სისხლი კი დიდი რაოდენობით შეიცავს კადმიუმს, რომელიც მოწევის შედეგად გროვდება ორგანიზმში ასევე დიდი რაოდენობითაა ტყვია, რომელიც ნახევარფაბრიკატების შედეგია და იმ ადგილზე ცხოვრების, რომელიც დაბინძურებულია სხვადასხვა გამონაბოლქვით.


ეპიდემოლოგების დიდმა ჯგუფმა ჯესიკა ტაილერის ხელმძღვანელობით საბოლოოდ დაადგინეს 18 ქიმიური ნივთიერება რომლის სისხლში რაოდენობის მიხედვით, შესაძლებელია დავადგინოთ ადამიანის სოციალური მდგომარეობა.

1
102
3-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
102
  
2013, 7 აგვისტო, 14:34
ძალიან სასარგებლო სტატიაა მეგობარო ძალიან მომეწონა:)
0 1 1