x
image
თამუნა გეწაძე
როგორ დავასუფთაოთ სამზარეულო ქიმიური საშუალებების გარეშე?
imageყველასათვის ცნობილია, რომ ქიმიური საშუალებები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ სხვადასხვა ალერგიებს იწვევს, ამავე დროს საზიანოა ჩვენი კანისათვის, სასუნთქი სისტემისათვის და ზოგადად ჯანმრთელობისათვის.შევეცდებით წარმოგიდგინოთ ის საშუალებები, რომლების გამოყენებაც არ იწვევს რაიმე ზიანს და საფრთხეს არ უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.

1.ყველაზე კარგი გამწმენდი საშუალებაა 1 ლიტრი წყალი და 4 ს/კ საჭმელი სოდა.შეგვიძლია ეს ნარევი პულვიზატორში ცავასხათ და გამოვიყენოთ შესაბამისად.

2.ჩაიდანზე, რომ მოვაშოროთ "ნადები"ამისათვის ჩავასხათ მასში თეთრი ძმარი და გავაჩეროთ მთელი ღამე.

3.დეზინფექციის საუკეთესო საშუალებაა, ძმარი.ჯერ მოვასხათ იმ ადგილზე რომლის დეზინფექციასაც ვახდენთ ძმარი და მერე 3% იანი პერეკისის ხსნარი.


4.არასასიამოვნო სუნის მოსაშორებლად გამოვიყენოთ ლიმონის ან გრეიფრუტის ცედრა.

5.ჭურჭლის გასასუფთავებელი კარგი საშუალებაა ლიმონის წვენი, სოდა, ძმარი და მარილის ნარევი.აურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში და წაუსვათ ქვაბს რბილი ნაჭრით, გავაჩეროთ ცოტა ხანი და მერე გავრეცხოთ სოდიანი წყლით.

6.გაშავებული ვერცხლის ჭურჭლის გასაწმენდად ქვაბში ჩავაფინოთ ფოლგა, გავავსოთ წყლით, ჩავყაროთ მასში 1ჩ/კ სოდა და ჩავაწყოთ გაშავებული ვერცხლის ჭურჭელი წყალი მივიყვანოთ ადუღებამდე.

7.აირღუმელის გასაწმენდად კარგია 1 წილი ძმარი და 4 წილი წყლის ნარევი, დამატებით ძნელად მოსაშორებელ ლაქებზე კი სოდა.

8.ქვაბების გასარეცხათ კარგია თბილი მარილიანი წყალი.

9.ხელსაბანი ნიჟარის გასაწმენდად შეგვიძლია გამოვიყენოთ სოდა.

0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0