x
image
თამუნა გეწაძე
ანორექსიით დაღუპული ცნობილი ადამიანები.
image


რა არის ჭეშმარიტი სილამაზე?ამაზე მსოფლიო მოდის სამყარო ჯერაც ვერ თანხმდება, მაგრამ ფაქტია, რომ ადრე თუ უპირატესობას ფერხორციან ქალბატონებს ანიჭებდნენ ახლა საქმე სხვაგვარადაა უპირატესობა გამხდარი ქალბატონებს მხარესაა. ანორექსია ვლინდება წონის მკვეთრი კლებით, რასაც მოსდევს მთელი რიგი ცვლილებები ემოციურ, ქცევით, სოციალურ სფეროებში.დაავადება ქალებში უფრო მეტად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში, უმეტესად კი ახალგაზრდა გოგონებში.ხშირია შემთხვევები, როდესაც ანორექსიით დაავადებული ახალგაზრდები იღუპებიან, წარმოგიდგენთ იმ ცნობილ ადამიანებს ვინც ამ დაავადების გამო სიკვდილით დაასრულეს სიცოცხლე.

ბრაზილიელი მოდელი ანა კაროლინა რესტონი "Dior"–ის ფავორიტი მოდელი იყო. ის მხოლოდ ვაშლითა და პომიდორით იკვებებოდა, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ბოლო ნამუშევარი "Giorgio Armani"–ისთან იყო სარეკლამო რგოლში სადაც მას დაჟინებით თხოვდნენ მონაწილეობის მიღებას, ის მაშინ 40კგ.–ს იწონიდა.


image


მოდელი ხილა ელმალიახი პოპულარული მოდელი იყო.21 წლის ასაკში ის დაავადდა ანორექსიით და მის შემდეგ 13 წელი იცოცხლა.გარდაიცვალა 34 წლის ასაკში და ამ დროს ის 21 კგ.–ს იწონიდა.

image

ტყუპები მარია და კეტი ექიმები იყვნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო მოიკლებდა წონაში.ეს შეჯიბრი ორივესთვის საგანგაშო აღმოჩნდა ისინი დაიღუპნენ.

image

დები ლუისელ და ელიანა რამოსები ანორექსიით დაიღიპნენ.ელიანა პირდაპირ პოდიუმზე გამოსვლისას დაიღუპა 18 წლის ასაკში.


image

კვირის სენსაცია გახდა პოპულარული ტელეწამყვანის პიჩეს გელდოფის სიკვდილი.ექიმები ჯერჯერობით გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობენ. ახლობლები კი აღნიშნავენ, რომ ის ავად იყო ანორექსიით.

0
267
3-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0