x
image
მოზამბიკელი
კურკუმას სასწაულებრივი ნიღაბი, რომელიც თქვენს კანს სიჯანსაღეს მატებს
კურკუმას შესახებ ალბათ ყველას სმენია, მაგრამ მისი მრავალი დადებითი თვისებების

შესახებ ცოტა რამ თუ ვიცით.

კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აიურვედული სანელებელია, ინდოეთში

თვლიან, რომ კურკუმა იძლევა ბედნიერებას, რადგანაც ღვთაებრივი დედის ენერგიის მატარებელია.


image

კურკუმა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს ნაწლავური მიკლოფლორის აღდგენას, რაც კარგ საშუალებად ხდის მას ქრონიკული და დასუსტებული ავადმყოფებისთვის.

გარდა ამისა ეს სანელებელი შესანიშნავად წმენდს სისხლს, ასევე კარგი საშუალებაა საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.

კურკუმას დადებითი თვისებების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ ჯობია

მის კოსმეტოლოგიურ თვისებებზე ვისაუბროთ.

კურკუმა ცნობილია თავისი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებებით, აღიავებს

კანის ფერს, ამცირებს ნაოჭებს და სახის კანს გლუვსა და ნაზს ხდის.

image


რაც მთავარია კურკუმა ძალიან მგრძნობიარე კანსაც კი არ აღიზიანებს და მისგან დამზადებული ნიღბების წასმა სავსებით უსაფრთხოა ყველა ტიპის კანისთვის.



აკნეს დროს


შეურიეთ ერთმანეთს ერთი შეკვრა კურკუმას ფხნილი და ნახევარი ბანანი, მიიღეთ

ერთიანი მასა, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთი, შედეგ კი სახე კარგად ჩამოიბანეთ.

კურკუმას ანტიბაქტერიული თვისებები და ბანანში არსებული ნივთიერებები ხელს უწყობს კანზე სიწითლეებისა და ანთების გაქრობას.

image


პიგმენტური ლაქები


შეურიეთ ერთმანეთს ყავისფერი შაქარი, ერთი კოვზი ტომატის წვენი, ნახევარი ჩაის

კოვზი ლიმონის წვენი, ერთი შეკვრა კურკუმას ფხვნილი და თბილი მწვანე ჩაი.

მივიღოთ ერთვაროვანი, ფაფისებრი მასა.

ინგრედიენტები ზუსტად ამ თანამიმდევრობით უნდა შევურიოთ.

გავიჩეროთ კანზე 10-15 წუთი, შემდეგ კი ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.


image



ჯანმრთელობასა და სილამაზეს გისურვებთ!

0
1243
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0