x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვოლგოგრადელი მასწავლებლის და მოსწავლის ინტიმური კავშირის ამბავი
imageვოლგოგრადის ოლქში არ ცხრება სკანდალი მასწავლებლის და მე-8 კლასის მოწაფის ინტიმური კავშირის გარშემო.


28 წლის მასწავლებელს ანგელინა დოროფეევას ბრალად ედება მე-8 კლასის მოსწავლესთან სექსუალური კავშირი, იმავე სკოლის მოსწავლესთან სადაც ის ასწავლიდა.

სკოლა კორექციულია, მე-8 სახეობის, სადაც სწავლობენ ბავშვები, რომლებსაც მენტალური დარღვევები აღენიშნებათ.დოროფეევა იქ ლოგოპედად მუშაობდა.


25 აპრილს საგამომძიებლო კომიტეტმა აღძრა ორი სისხლის სამართლის საქმე-მუხლი1 სტატია:134(სექსუალური აქტი პირთან, რომელსაც 16 წელი არ შესრულებია)და სტატია 135(გარყვნილი ქმედება პირის მიმართ, რომელსაც 16 წელი არ შესრულებია)



5 მაისს ანგელინა დოროფეევას ბრალი წარედგინა და საქმე პროკურატურას გადაეცა.

image



"მახსოვს როგორ მომიახლოვდა, მისი გარეგნობა ყოველთვის მხიბლავდა, მას სპორტული პიჟამო, ჯინსი და მაისური ეცვა-იხსენებს ანგელინა-ის არასდროს დადიოდა სასკოლო ფორმით, რის გამოც კლასის დამრიგებელი მუდმივად ლანძღავდა.იდგა ასე, გაჭირვებული, მორცხვად, სურდა გამსაუბრებოდა, ტატუს შესახებ მკითხა...შემდეგ „ВКонтакте"-ში მეგობრად დამატება მთხოვა."




ასე დაიწყო მასწავლებლის და მე-8 კლასელი მოწაფის ალექსანდრეს რომანი, თუმცა ის დიდხანს არ გაგრძელებულა, მხოლოდ რამდენიმე თვე, ყველაფერი კი ფხიზელი დედის წყალობით გამომჟღავნდა.შვილის ტელეფონში ზრდასრულ ქალთან ერთად გადაღებული ინტიმური ფოტო აღმოაჩინა.მალე ყველაფერი გაირკვა.


დედამ პოლიციაში და სკოლის დირექტორის სახელზე ერთდროულად შეიტანა განცხადება.


image


"ის მეძახდა "ზაი, ზაის" მე კიდევ "ალიოშკას", ყოველთვის ვბრაზდებოდი როცა "ზაის"
მეძახდა ან მწერდა, რა საბავშვო ბაღია?მაგრამ მას მოსწონდა, რომ ასე
მეძახდა."-ამბობს ანგელინა.


დაზარალებულის დედა აცხადებს, რომ მზადაა საჩივარი უკან გაიტანოს, მთავარია "ანგელინამ დაივიწყოს მათი ოჯახი და საერთოდ სად ვცხოვრობთ".

თავის მხრივ ალექსანდრე, ამ ისტორიის მეორე მთავარი გმირი აცხადებს, რომ მას უკვე აღარ გააჩნია ყოფილი მასწავლებლის მიმართ მხურვალე გრძნობები, ის არასდროს ფიქრობდა, რომ მათ რომანს ასეთი მიმართულება ექნებოდა.ალექსანდრე ამტკიცებს, რომ მათი ინტიმური კავშირი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდებოდა.

image

მიუხედავად იმისა, რომ ანგელინას ელოდება რეალურად თავისუფლების აღკვეთა, იგი ჩადენილ საქციელს მაინც არ ნანობს.


"რა თქმა უნდა შიში მქონდა, -პირველად შევეჯახე საგამომძიებლო ორგანოებს, ეს ამბავი გახმაურდა მთელი რუსეთში, მომდიოდა კარგი და ცუდი შეტყობინებები "ВКонтакте"-ში...ამჟამად ამას ყველაფერს ვეგუები, ცხოვრებას ვსწავლობ."


ანგელინას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომელიც ამ ამბის შემდეგ ბებიამ კრასნოდარის მხარეში წაიყვანა.




3
3046
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
3046
  
2016, 12 მაისი, 20:58
მასეთ მასწავლებლებს ვნატრობდით ხოლმე :)
2016, 11 მაისი, 17:10
აი მასწავლებელიიი ასწავლიდა ბავშვს და ამის გულისთვის უნდა დაისაჯოს?
0 1 3