დღეს მოსახლეობის უმრავლესობას, თითქმის ყველა ქვეყანაში, ჯინსი აცვია. არ არსებობს ადამიანი, რომ ჯინსის სამოსის რომელიმე ნივთი არ ჰქონდეს გარდერობში, რადგან ის თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაგრამ, ჯინსის მომხმარებელთა უმრავლესობა, ალბათ, არც კი დაფიქრებულა, თუ რატომ აქვს მას რკინის მოქლონები ჯიბეებზე? ერთი შეხედვით, სამოსის ამ ელემენტს, არანაირი სარგებლობა არა აქვს. და თუ ეს ასეა, რისთვისღა იყო მისი დაკერება საჭირო?
როგორც ცნობილია, ჯინსის ისტორია 1872 წელს დაიწყო. იმ დროს კოვბოებს, ოქროს და ძვირფასი ქვების მაძიებლებს, მაღაროელებს და საერთოდ, მუშებს, ესაჭიროებოდათ მაგარი და გამძლე სამუშაო ტანსაცმელი, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე არ დაიხეოდა. და ერთხელ, როდესაც მკერავი ჯეკობ დევისი სამუშაო შარვლის განახლებას ცდილობდა, მას თავში აზრი მოუვიდა, ჯიბის სიმტკიცის გასაზრდის მიზნით, მოქლონების დაკერების შესახებ.
დევისმა გამოგონების დაპატენტება გადაწყვიტა. მაგრამ, საპატენტო ბიუროში განაცხადის შესატანად, ფული იყო საჭირო. მას კი, რადგან ღარიბი ემიგრანტი იყო, საჭირო თანხა არ გააჩნდა. ამიტომ, ჯეკობმა ლევი სტრაუსს მიმართა კომპანიონობის წინადადებით, რადგან სწორედ მის მიერ წარმოებული შარვლების შეკეთება უწევდა ყველაზე ხშირად.
მათ ერთობლივად შეიტანეს განაცხადი და 1873 წ. პატენტი მიიღეს, ტანსაცმელზე მეტალური მოქლონების გამოყენებაზე.
ლევისის მიერ, ჯინსზე, მოქლონების გამოიყენების შემდეგ, შარვლის სიმტკიცე იმდენად გაიზარდა, რომ მისი დახევა, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა. რამაც, ფირმის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.
ჩვენს დროში, სამოსის ასეთი სიმტკიცე, უკვე საჭირო არ არის. მაგრამ, წლების მანძილზე, რკინის მოქლონები ჯინსის განუყოფელ ატრიბუტად იქცა და დღემდე იკავებს კუთვნილ ადგილს, ჩვენი დროის, ყველაზე პოპულარულ სამოსზე.