ცომეული ლიმონის, ვაშლის და კარტოფილის უგემრიელესი ბლინები-თითებს ჩაატანთ! 2016, 7 მაისი, 14:24 ბლინები ყველას ძალიან გვიყვარს და სწორედ ამიტომ, მისი მომზადების უამრავი
რეცეპტი არსებობს, წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
ლიმონის ბლინები 5 კვერცხი, 800 გრამი ფქვილი, 100 გრამი ერბო, 3-4 სუფრის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, 1 ჩაის ჭიქა მაწონი, 2 ცალი ლიმონი. 5 კვერხი დავტეხოთ, ცილა და გული გავაცალკევოთ, კვერცხის გულები მოვათავსოთ ჯამში დავუმატოთ ერბო, ფქვილი და ავთქვიფოთ. თანდათან დავუმატოთ მაწონი, შემდეგ ათქვეფილი ცილა, ჩავაწუროთ ლიმონი და ჩავაყაროთ მისივე გახეხილი კანი, დანაყილი დარიჩინი, ცოტა სოდა და მაშინმე დავიწყოთ ბლინების ცხობა. ვაშლის ბლინები ვაშლი 10 ცალი, ფქვილი 700 გრამი, საფუარი 1/2 ჩაის ჭიქა, შაქარი 100 გრამი, კარაქი 150 გრამი, კვერცხი 5 ცალი, რძე 3 ჩაის ჭიქა, ნაღები ან არაჟანი 3/4 ჭიქა, მარილი გემოვნებით. 700 გრამი ფქვილი გავსხნათ თბილ რძეში, დავუმატო ცხელ წყალში გახნილი საფუარი, მოვზილოთ კარგად და დავდგათ თბილ ადგილას. 10 ცალი ვაშლი შევწვათ, დავსრისოთ და გავატაროთ საცერში, ე.ი გავაკეთოთ ვაშლის პიურე და დავუმატოთ შაქარი. ამოსულ და აფუებულ ცომს დავუმატოთ გამდნარი კარაქი, შევურიოთ ვაშლის პიურე და კარგად ათქვეფილი 5 კვერცხი, დავდგათ კიდევ ცოტა ხანს თბილ ადგილას, შემდეგ კი გამოვაცხოთ. ნაღები ან არაჟანი უკვე გამომცხვარ ბლინებს მოვასხათ და მივირთვათ. კარტოფილის ბლინები 1 კგ კარტოფილი, 200 გრ კარაქი, 300 გრ პურის ფქვილი, 1/2 ჩაის კოვზი სოდა, 2 ჩაის ჭიქა მაწონი, 6 კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა არაჟანი, 100 გრ შაქარი, მარილი გემოვნებით. კარტოფილი მოვხარშოთ, დავსრისოთ და გავატაროთ საცრში. დავუმატოთ ფქვილი, გამდნარი კარაქი, კვერცხის გული, მარილი, სოდა და ბოლოს ათქვეფილი კვერცხის ცილა. როცა შევამჩნევთ, რომ ცომი ამოდის, დავიწყოთ ბლინების ცხობა. 186 3-ს მოსწონს
|