შოუბიზნესი სტანისლავ ბონდარენკო ქართველ ცნობილ ქალებთან ერთად 2016, 7 მაისი, 11:51 ქართველი ქალების გულთამპყრობელი, რუსული სერიალების ვარსკვლავი, უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში ცნობილი გახდა სერიალით "დამიბრუნე ჩემი სიყვარული". მას შემდეგ კი რაც სტასიკა საქართველოს ესტუმრა, მასზე ქართველმა ცნობილმა მანდილოსნებმა და ტელე არხებმა აშკარა "ნადირობა" გამართეს. მისით მოხიბლულნი იღებენ "სელფებს" და ამაყობენ სიმპატიურ უკრაინელთან გადაღებული ფოტოებით. როგორც მოგეხსენებათ სტანისლავ ბონდარენკო ასევე ტელეკომპანია იმედის მუსიკალური შოუს "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტია. სტანისლავი დაიბადა უკრაინაში, ზაპოროჟიის რეგიონში 1985 წლის 2 ივლისს. 11 წლის იყო სტასი, როდესაც მისი ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების უნივერიტეტი. იგი გადაღებულია უამრავ ფილმსა და სერიალში. 30 წლის სტანისლავ ბონდარენკოს მეუღლე, მსახიობი იულია ჩიკლიევა იყო, რომელსაც 2015 წელს დაშორდა. წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გაიცნო და 2008 წელს დაქორწინდნენ. მათ ყავთ 6 წლის ვაჟი. საქართველოში პირველი მასპინძლობა სტასს ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაუწია. ნანუკა ჟორჟოლიანით მოხიბლულმა მსახიობმა ერთად გადაღებული "სელფიც" კი ატვირთა სოციალურ ქსელ ინსტაგარამაზე. მომღერალი ლიზა ყენია და სტანისლავი: მოცეკვავე სალომე ჭაჭუას სტასთან გადაღებული ფოტოები: მოდელი და წამყვანი მანიკა ასათიანი: პროდიუსერი ნატო დუმბაძე: ლელა წურწუმია, ნატო დუმბაძე და სტასი: მსახიობი და წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი: სტანისლავ ბონდარენკო ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავის გახსნაზე: მსახიობი თაკო ცქვიტინიძე: ხატია შამუგია: " მე ვიყავი მარტო დარჩენილი სელფის გარეშე..." აი ასეთ მდგომარეობაშია უკრაინელი მსახიობი ქართველების ხელში: 539 2-ს მოსწონს 1-ს არა
|