x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ავსტრალიაში დაიბადა რეკორდული წონის ბავშვი
imageბრეანა საიკსმა, რომელიც ავსტრალიური ქალაქ კარმარიდან არის დაამყარა ახალი რეკორდი, ახალდაბადებული ჩვილის წინა 5, 9 კილოგრამია.


როდესაც დედას ჭინთვები დაეწყო, ექიმებმა ქალი გააფრთხილეს, რომ გოლიათი ბავშვი დაიბადებოდა.


"ეს იყო ჩემთვის დიდი სიურპრიზი, -განუცხადა ბრეანამ პორტალ PerthNow-ს პირდაპირ "Joondalup Health Campus"-ის ჰოსპიტალის პალატიდან-თავიდან ექიმი ვარაუდობდა, რომ ბავშვი დაახლოებით 4 კილოგრამი დაიბადებოდა...შემდეგ ტკივილები გაუსაძლისი იყო და მე დამეწყო პანიკური შიში, მედიკოსებმა ანესტეზია გამიკეთეს, როდესაც ნარკოზიდან გამოვედი ექიმებმა განმიცხადეს, რომ დავბადე გოლიათი, 5, 9 კილოგრამინი ბიჭუნა."


ბიჭუნას ზიადი დაარქვეს.ახალშობილი აბსოლუტურად ჯანმრთელია.იგი არა მარტო კლინიკის, არამედ მთლიანად დასავლეთ ავსტრალიის ვარსკვლავი გახდა.ერთ-ერთმა ექიმმა აღიარა:" ეს არის ყველაზე დიდი ახალშობილი, რომელიც ჩემი 15 წლიანი პრაქტიკის მანძილზე შემხვედრია."







ეს არცაა გასაკვირი, სტატისტიკის მიხედვით ავსტრალიაში ახალშობილის საშუალო წონა 3 კილოგრამია.


თუმცა რეკორდი ეკუთვნის 33 წლის ხაბაროვსკელ ვერა ოვჩინიკოვას, რომელმაც 2011 წელს 7, 2 კილოგრამიანი ბიჭუნა იმშობიარა.



0
392
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0