ცომეული მსოფლიოში საუკეთესო ბლინჩიკების რეცეპტი და გულსართის 8 ვარიანტი 2016, 7 მაისი, 17:10
მომზადების დრო: 30 წუთი
ულუფის რაოდენობა: 8-10
ინგრედიენტები: ადუღებული წყალი — 600 მლ. რძე — 600 მლ. ფქვილი — 1, 5 ჭიქა სახამებელი — 1, 5 ჭიქა კვერცხი — 4 ცალი მარილი — 1ჩ. კ. კარაქი გამდნარი — 3 ს. კ. შაქარი — 3 ს. კ. ვანილი — გემოვნებით მომზადება: 1. ათქვიფეთ კვერცხი. 5. გააგრძელეთ თქვეფა და თანდათან, წვრილ ნაკადად, დაამატეთ მდუღარე (ცეცხლიდან ახლად გადმოდგმული) წყალი. გულსართის ვარიანტები: ხორცის ინგრედიენტები: ხორცი – 350 გრ. ხახვი (საშუალო ზომის) – 2 ცალი მარილი, პილპილი – გემოვნებით კარაქი – შესაწვავად
ქათმის ინგრედიენტები: ქათმის მკერდი – 500 გრ. არაჟანი – 2 ს. კ. ყველი – 100 გრ. ხახვი (საშუალო ზომის) – 1 ცალი ნიორი – 1კბილი მარილი, პილპილი – გემოვნებით კარაქი – შესაწვავად ქათმის ხორცი მოხარშეთ მარილიან წყალში > როდესაც გაცივდება, დაჭერით წვრილად ან გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში > წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ კარაქში > დაამატეთ ხორცი, დაჭყლეტილი ნიორი, არაჟანი და მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი > დაუმატეთ მარილი და პილპილი > ყველაფერი კარგად აურიეთ > გულსართი ბლინებზე მოათავსეთ, გადაახვიეთ და კარაქში შეწვით. ღვიძლის ინგრედიენტები: საქონლის ღვიძლი (ახალი) – 600 გრ. ხახვი (საშუალო ზომის) – 3 ცალი სტაფილო (საშუალო ზომის) – 2 ცალი კვერცხი – 2 ცალი მარილი, პილპილი – გემოვნებით კარაქი – შესაწვავად
ორაგულის ინგრედიენტები: ორაგულის ფილე – 300 გრ. ქამა სოკო – 200 გრ. კამა – 2 ტოტი კარაქი – 30 გრ. პილპილი – გემოვნებით. ინგრედიებტები ჰოლანდიური სოუსისთვის: კვერცხის გული — 4 ცალი მშრალი თეთრი ღვინო — 2-3 ს. კ. შაქარი — 1 მწიკვი კარაქი — 125 გრ. მარილი, წითელი დაფქული წიწაკა, ლიმონის წვენი — გემოვნებით 1. სოუსის მოსამზადებლად, პატარა ქვაბით გააცხელეთ წყალი, მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და გამორთეთ > ვიდრე წყალი გაცხელდება, დიდ თასში მოათავსეთ კვერცხის გულები, ღვინო, 1 ს. კ. წყალი, მწიკვი მარილი და შაქარი > დადგით თასი ორთქლის აბაზანაზე, ისე რომ მისი ძირი წყალს არ ეხებოდეს და ხელის სათქვეფით ათქვიფეთ > მეორე თასში გაადნეთ კარაქი და წვრილი ნაკადით დაამატეთ კვერცხის მასას > დაამატეთ მარილი, წიწაკა და ლიმონის წვენი. 2. სოკო გაასუფთავეთ > წვრილად დაჭერით > შეწვით კარაქში > როდესაც კარგად დარბილდება, ცეცხლიდან გადმოდგით. 3. ორაგულის ფილე ხარშეთ 4-5 წთ. 4. კამა დაჭერით > შეურიეთ სოუსს. 5. თითოეული ბლინის ცენტრში მოათავსეთ ცოტა თევზი, სოკო, მოასხით სოუსი, მოაყარეთ პილპილი > ბლინებს გადმოუკეცეთ გვერდები (მაგ. მიეცით სამკუთხედის ფორმა) > დაალაგეთ ბლინჩიკები მინის ცეცხლგამძლე ფორმაში (გვერდები მაღალი უნდა ჰქონდეს) > ზემოდან მოასხით დარჩენილი სოუსი. 6. გამოაცხვეთ 180ºС-ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 10–15 წთ. მანძილზე. მიირთვით ცხელი. ქიშმიშიანი ხაჭოს ინგრედიენტები: ხაჭო – 500 გრ. არაჟანი – 2 ს. კ. ქიშმიში – 0, 5 ჭიქა კვერცხის გული – 1 ცალი შაქარი – 3 ს. კ. ვანილი – 1 ჩ. კ. კარაქი – შესაწვავად
2. მოათავსეთ გულსართი ბლინებზე > გადმოუკეცეთ გვერდები (მიეცით სამკუთხედის ან კონვერტის ფორმა) > შეწვით კარაქში. შოკოლადის ინგრედიენტები: შავი შოკოლადი – 100 გრ. კარაქი – 50 გრ. წყალი – 1–2 ს.კ. შაქრის პუდრი – 2 ს. კ. ახალი ან დაკონსერვებული ხილი – გემოვნებით.
ბანანის ინგრედიენტები: ბანანი – 3 ცალი კარაქი – 70 გრამი ლიმონი – 1 ცალი შაქარი – 2 ს. კ.
კენკრის ინგრედიენტები: ჟოლო, მოცხარი, ალუბალი (უკურკო) ან სხვა კენკრა – თითო ჭიქა ვაშლი (საშუალო ზომის) – 2 ცალი შაქრის პუდრა – 0, 5 ჭიქა ნიგოზი (წვრილად დაჭრილი) – 0, 5 ჭიქა ქიშმიში – 4 ს. კ.
1655 9-ს მოსწონს 1-ს არა
|