საზოგადოება რატომ მოსთხოვა ილია II-მ გამსახურდიას დაჩოქება და რისთვის იყო საჭირო ფოტოაპარატი - რა მოხდა 4 წლის წინ? 2016, 4 მაისი, 14:46
როგორც იცით, ბოლო დღეებში ინტერნეტ მომხმარებლებისთვის საკამათო თემად იქცა საჯარო პირების ეკლესიაში დაჩოქება, რაც სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიაზე დაჩოქებული პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ფოტოს გავრცელებას მოჰყვა. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის გიორგი კვირიკაშვილი ამის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა, ზოგსთვის კი მის ამ ჟესტში არაფერია სათაკილო.
სწორედ "დაჩოქება-არდაჩოქების" თემაზე წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში და იხსენებს პატრიარქთან მის შეხვედრას, რომლის დროსაც ილია მეორემ დაჩოქება მოსთხოვა: "მოკლედ, ამ დაჩოქება-არდაჩოქების ეპოპეაზე გამახსენდა: ციხიდან ახალი გამოსული ვარ და გვიან საღამოს საპატრიარქოში მივედი სტუმრად. მიუხედავად იმისა, რომ დადებითად ვერ შევაფასებ მის ან ეკლესიის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში, მრავალ მის პოზიციას არ ვიზიარებ და არ ვეთანხმები, პიროვნული სიძულვილი ან ზიზღი ილია მეორესადმი არ გამაჩნია... ამას ვერ ხვდება ხახადაფჩენილი, გაბოროტებული ბრმევლი, რომელიც მისი კერპის უმცირეს დაუფასებლობისათვის მზადაა თვალები ამოგკორტნოს! ვისაუბრეთ. არ მოვყვები ახლა იმ საუბრის ემოციურ თუ შინაარსობრივ ასპექტზე. დასასრულისკენ მეუბნება: მოდი, დაიჩოქეო. რა, უწმიდესომეთქი? არ შეგიძლია, დაიჩოქოო, და მის წინ ადგილს მიმითითებს. რატომ უნდა დავიჩოქომეთქი? ჰო, მერე რა მოხდაო, მეხმაურება იქვე ოთახში მყოფი შორენა, მისი მდივანი... რა თქმა უნდა, მყისვე მივხვდი, რა მოხდა. ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რას ნიშნავს, როცა ადამიანი გეუბნება დაუჩოქო. შევიშმუშნე, რაღაც უსიამოვნო მდგომარეობაში აღმოვჩნდი, წასვლას ვაპირებ... ესენი მიყურებენ და ფიქრობენ, რას ვიზამ. მოვტრიალდი მდუმარედ წასასვლელად და ვხედავ, შორენა დამბზუის გარშემო ხელში პატარა ფოტოაპარატით! დანარჩენზე თქვენ დაფიქრდით, ვისაც ეს უნარი გაქვთ შერჩენილი...", - წერს გამსახურდია. პოსტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელში: ზოგმა მოუწონა ცოტნეს საქციელი და ზვიადის ღირსებული მემკვიდრეც უწოდეს, რადგან ჩათვალეს, რომ პატრიარქისგან ამის მოთხოვა და თან გამზადებული ფოტოაპარატი, პიარის ნაწილი იყო, იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის დაჩოქილი ცოტნე გამსახურდია ეჩვენებინათ. თუმცა ბევრმა პირიქით, ზვიადის შვილს ზედმეტი ამპარტავნება უსაყვედურა. გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც გამსახურდიას არც მეტი, არც ნაკლები, ურწმუნოებაში დასდო ბრალი. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პატრიარქის თხოვნის შედეგად შეიწყალა 2012 წლის ოქტომბერში. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ცოტნე გამსახურდიამ პირველად კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე მოინახულა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 2391 8-ს მოსწონს |
ადრე ხან სხვას ჭრიდა ან თავს იჭრიდა, ასე მალე დაავიწყდა ხალხს ასლან "ფაშასთან" რომ იყო ჩახუტებული...