x
image
natia.a
მორიგი სკანდალი "X ფაქტორში" და ნიკა გვარამიას პასუხი კრიტიკოსებს - "სადაც ჭამენ, იქ არ მღერიან "
image

გუშინ, 2 მაისს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეგა-შოუ "X Factor"-ში ე.წ. "ოთხი სკამის" ეტაპი გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხივე კატეგორიის საუკეთესო ათეულებმა სკამის (ანუ პროექტში ადგილის) შესანარჩუნებლად იბრძოლეს.

"ოთხი სკამის" ისედაც დაძაბულ ეტაპს უფრო მეტი დრამატულობა შესძინა ორ მენტორს, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შორის დაპირისპირებამ.

კამათის მიზეზი გახდა გაბუნიას კატეგორიის ერთ-ერთი მონაწილე, მალიბუ ტუღუში, რომლის ნამღერიც, გვარამიამ რესტორნის რეპერტუარს შეადარა. თუმცა, მენტორმა - გიორგი გაბუნიამ მალიბუ მომდევნო ტურში გადაიყვანა და შინ მარიამ აკობია გაუშვა. ამ გადაწყვეტილების მიმართ პროტესტის ნიშნად ნიკამ პროექტი დატოვა.

image

ამ ამბავმა სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგი იწონებს გვარამიას მოქმედებასა და შეფასებას და მარიამის მაგივრად მალიბუს დატოვებას უსამართლობად მიიჩნევს, ზოგიც პირიქით, ფოქრობს, რომ "რესტორნის რეპერტუარში" არაფერია დასაძრახი. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ეს ყველაფერი უბრალოდ დადგმულ შოუდ მიაჩნიათ, რაც რეიტინგის ასამაღლებლად იყო გათვალისწინებული.



ასეა თუ ისე, მათ, ვინც მის ქმედებას აკრიტიკებს, ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე პასუხობს:


"რაც შეეხება რესტორნულ ნამღერს:


1. რესტორანი სცენაზე არის კატასტროფა და უგემოვნება.


2. ქართული რესტორნული მუსიკა არის უმდარესი, მათ შორის, კარგი მომღერლების შესრულებით. რაკი საქართველოში სხვა გამოსავალი არაა, ფული შეიძლება და უნდა აკეთო და თავი გადაირჩინო. მაგრამ რესტორნის ესთეტიკა სცენაზე არ უნდა გადმოიტანო და სცენაზე დგომა თუ გინდა, უნდა შეძლო ზღვარის დაჭერა.


3. სიმღერა რესტორანში საბჭოთა და ზღვის კურორტების ნოუჰაუა. ნორმალურ ქვეყნებში, სადაც ჭამენ, იქ არ მღერიან (ნუ ბრაიტონის რუსულ რესტორნებს თუ არ ჩავთვლით, სადაც ლუბა უსპენსკაია მღერის და საეჭვო დონის ბერძნულ ბუზუკებს). მღერიან კლუბებში, სადაც სვამენ და მუსიკის მოსასმენად და გასართობად მოდიან.


4. ყველა დიდმა მომღერალმა ზუსტადაც კლუბში დაიწყო კარიერა. კლუბში, და არა რესტორანში. ვარსკვლავები სიგარეტის კვამლში და ვისკის სუნში იბადებიან და არა მწვადის შიშხინში და ხინკლის ოხშივარში." - წერს გვარამია.


image

0
586
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
586
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0