"ერთ დიდ იტალიურ ეზოს გავს აქაურობა..."- ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის შესახებ-"მომწონს კი არა და მიყვარს აქაურობა".
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელ "ფეისბუქის" აქტიური მომხმარებელია. ნანუკა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის ეხმიანება, თავის პოზიციას თამამად აფიქსირებს და მისი სტატუსები ყოველთვის განხილვის თემად იქცევა ხოლმე. ტვირთავს უამრავ ფოტოს, ხმამაღლა საუბრობს თავის პირადზე და როგორც თვითონ აღნიშნა, "ფეისბუქი" მას იტალიურ ეზოს აგონებს, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით:
"ერთ დიდ იტალიურ ეზოს გავს აქაურობა. ადამიანებს, რომლებსაც არ იცნობ, გულშემატკივრობ. მეგობრების შვილები, რომელთა ნახვასაც ფიზიკურად ვერ ასწრებ შენ თვალწინ იზრდებიან. მერე საკუთარ ფბ-ს აკეთებენ და აქეთ გილაიქებენ ფოტოს.
აქ ადამიანები რთულად ინიღბებიან. საკუთარ ვოლზე შეიძლება თავი შეიკავონ, მაგრამ სადღაც კომენტარში ისეთი გაექცევათ ნერვები რომ მაშინვე ხვდები, მისი სიდინჯე და სიმშვიდე მოგონილი ყოფილა.
ნეგატივიც ჩანს ბუნებრივია, თუმცა სიკეთე და სითბო მეტია. არ ვიცი ამ ყველაფერს ვირტუალური რატომ ქვია. ყველაზე რეალური და ნამდვილი სამყარო აქაა. თავისი ემოციებით, ამბებით, ქორწილის ფოტოებით, პოლიტიკით, დებატებით. რაც მთავარია ადამიანებით.
მომწონს აქაურობა. მომწონს კი არა და მიყვარს. ამ მესიჯის დაწერა ჩემმა ფბ ისტორიამ გადამაწყვეტინა. უცებ რომ თვალი გადავავლე და მივხვდი, რამდენი რამ შეცვლილა ირგვლივ და მართალი რომ გითხრათ, რა მაგრად შევცვლილვარ მეც თქვენს თვალს და ხელს შუა..."