საზოგადოება "ღმერთო ჩემო როგორ ჰგავს ქართველს.... მოკრძალებით უყურებ თვალებს, რომელსაც მილიონში გამოარჩევ..." 2016, 29 აპრილი, 8:37 ცნობილი მშობლების, კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის და ყოფილი მოდელისა და სამოდელო სააგენტო "მოდელ ლუქის" დამფუძნებლის, ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილი ულამაზესი თაკო ნაცვლიშვილი მსოფლიო მოდის პოდიუმს იპყრობს. 15 წლის ასაკში თაკო ნაცვლიშვილი Dolce & Gabbana-ს, Louis Vuitton-ის, Calvin Klein-ის და Christian Dior-ის მოდელი იყო. ახლა 17 წლის ასაკში კი უკვე "არმანის" სახეც გახდა. რაოდენ საამაყოა, როდესაც პატარა საქართველოს შვილი უდიდესი მსოფლიოს პოდიუმის მწვერვალებს იპყრობს. განსაკუთრებით კი, ნებისმიერი ქართველის მსოფლიო ასპარეზზე გამოჩენა უცხოეთში წასულ ქართველ ემიგრანტებს ეამაყებათ. აი რას წერს, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სულა სულაშვილი, მოდელის თაკო ნაცვლიშვილის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე": "ბედნიერებაა! შედიხარ არმანის მაღაზიაში და ხედავ ულამაზეს მომღიმარ მოდელებს... "ღმერთო ჩემო როგორ ჰგავს ქართველს", გაიფიქრებ გულში და მოკრძალებით უყურებ თვალებს, რომელესაც მილიონში გამოარჩევ და გჯერა, ეს შენი გენისაა, შენი ჯიშისა და ჯილაგის. მერე ეჭვი გაგკრავს: აბა საიდან? როგორ? რანაირად? და... და ამ დროს იგებ, რომ ის ნამდვილად ქართველია. ქართველი, რომელმაც საკუთარი სილამაზით გააოგნა ევროპა... არა, მხოლოდ სილამაზე არ კმარა გასაოგნებლად, თუ ამ სიმალაზეში ვერ იპოვნი თავდაჯერებულობას და ინტელექტს, რომელიც სარკეა ადამიანის სულიერების... მერე... მერე შენს გვედით მყოფ ფრანგებს ნიშნისმოგებით გადახედავ და ეუბნები: ეს ჩვენია, ქართველია! - c'est vrai? - bien sur!... ეს თაკო ნაცვლიშვილია." 702 4-ს მოსწონს 2-ს არა
|