x
image
ციცი
Mediator image
"ერთი თვეა კლინიკაში ვცხოვრობთ და იქნებ ეხლა მაინც..." - რამ გააღიზიანა შორენა ბეგაშვილი.
image
ყველას კარგად მოგეხსენებათ, მოდელის და ტელეწამყვანის, საქართველოში ყველაზე სექსუალური ქალის, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის თავს დატრიალებული უბედური შემთხვევის შესახებ. 14 წლის ევა ბარბაქაძე, 26 მარტს საკუთარი სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ღვთის წყალობით ცოცხალი გადარჩა. გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებით და კისრის მალების დაზიანებით მოთავსებული იქნა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში. მოზარდს ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ქართველი ექიმების გულისხმევით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ევა ბარბაქაძე ჯერ ისევ საავადმყოფოში იმყოფება. გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მალე იგი გაივლის კიდეც. ევას მკურნალობა და რეაბილიტაცია გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, ამის გამო შორენა ბეგაშვილი მანქანასაც კი ყიდის. გარდა ამისა ქართველი სექსსიმბოლო, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად შვილის გვერდით იმყოფება, სამსახურსაც დაუბრუნდა. წინა კვირას გასულ "იღბლიან ბორბალშიც" ისევ თანაწამყვანად მოგვევლინა.

შორენა ბეგაშვილი ბოლო დროს სოციალურ ქსელზე იშვიათად ჩნდება, თუმცა იგი ისე გააღიზიანა ზოგირთი მისი "ფეისბუქელი" მეგობრის თხოვნამ, რომ ასეთი სტატუსი დაპოსტა:


"ერთი თვეა კლინიკაში ვცხოვრობთ და იქნებ ეხლა მაინც არ მომწეროთ თქვენი ვალების და კრედიტების დასახმარებლად."

image




შორენას ქალიშვილის პირველი ფოტოები გამოჯანმრთელების შემდეგ :image

image

1
1241
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1241
  
2016, 24 აპრილი, 21:05
იმათთვის მიგემართა, დალოცვილო, ე.წ. პირად მიმოწერებში, თავი დამანებეთ-თქო, მაგრამ გინდოდა, ატეხილიყო ,,ამბავი,, აღშფოთებულიყო სრულიად ფეისბუქი... საით მივყავართ ამ სოცქსელებს?((
0 1 1