საზოგადოება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ჟურნალისტი მაკა წიკლაური გარდაიცვალა 2016, 21 აპრილი, 16:26 უბედური შემთხვევა მოხდა სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე.ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად რძალ-დედამთილი გარდაიცვალა. რძალი, მაკა წიკლაური პროფესიით ჟურნალისტი იყო.მას მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა.იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში მუშაობდა, მათ შორის „მოამბის“ და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ყოფილი თანამშრომელი გახლდათ. გარდაცვლილი რძალ-დედამთლის ცხედრები გუშინ აღმოაჩინეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 2217 7-ს მოსწონს
|