x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ტარხუნა», «ტუშონკა», «გუშონკა»... პროდუქტები, რომლებიც ყოფილ სსრ კავშირთან ასოცირდება

გაზიანი წყალი

image


გაზიანი წყლის ავტომატები საბჭოთა კავშირში, გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა და 90-იანებში, სსრ კავშირის დაშლასთან ერთად, გაქრა.

image

მწვანე ბანანი

image
სსრ კავშირში არც თუ ისე გავრცელებული პროდუქტი იყო. პატარა პარტიებით შემოდიოდა და ფართო ქსელში თითქმის არ ხვდებოდა, ამოტომ მას მხოლოდ რჩეულები ყიდულობდნენ... მერე რა რომ მწვანე იყო (ქვეყანაში ხელოვნურად დამწიფების საშუალება არ არსებობდა), ამ შემთხვევაში, მთავარი, ეგზოტიკური ხილის შოვნაა...

image

ძეხვი...

image


ძეხვიც ერთგავრი «გემრიელობა» იყო საბჭოთა კავშირში. აბა უგემური რომ ყოფილიყო, ამდენი ხალხი რიგში ხომ არ ჩადგებოდა?

imageგამაგრილებელი სასმელი «ტარხუნა»

image
საბჭოთა კავშირში, ადგილობრივი წარმოების გამაგრილებელ სასმელზე რიგები არასოდეს იყო. ხალხი სასმელების განყოფილებაში მაშინ გროვდებოდა, როდესაც დახლებზე ლიცენზირებული პეფსი-კოლა ჩნდებოდა.

image

imageimageნაყინი პლომბირი

image
ვაფლის ჭიქიანი ნაყინი, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე იყიდებოდა. ზემოდან მხოლოდ ქაღალდი ჰქონდა «დაკრული», რომელზეც ფასი, გოსტი და კიდევ რაღაცეები ეწერა.
image

ყველი...

image
...არც ყველი იყო ბევრი და მის დახლებსაც ბევრჯერ «უნახავთ» რიგში დგომით დაღლილი ადამიანების სახეები.
image

«მამალო»

image
ბავშვების საყვარელი ტკბილეული ქარხნული წესით მზადდებოდა და ცალობით იყიდებოდა.

imageსაღეჭი რეზინი

image

საღეჭი რეზინი საბჭოების ქვეყანაში უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე პური (1 პური - 30 კაპიკი, ხოლო 1 შეკვრა კევი (5 ფირფიტა) – 50 კაპიკი), ამიტომ დაღეჭილ კევს არ აგდებდნენ. მას წყალში დებდნენ, რომ მეორე დღეს ისევ გამოეყენებინათ.
image

«კილკა ტომატში» და «შპროტი»

image
«კილკა» საბჭოთა კავშირის ნამდვილი სიმბოლო იყო. მარგარეტ ტეტჩერს კონსერვი იმდენად მოეწონა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მას თვითონაც მიირთმევდა და თავის საყვარელ კატასაც აჭმევდა.

ამ კონსერვს სსრ კავშირში საკულტო სტატუსი ჰქონდა. მაგრამ კონსერვის პოპულარობა საბჭოთა მოქალაქეებს შორის, მისი ფანტასტიკური გემოთი კი არა, დაბალი ფასით იყო გამოწვეული: 1 ქილა – 33 კაპიკი.

რაც შეეხება შპროტს, ის ბევრად უფრო ძვირი ღირდა – 1 მანეთი და 80 კაპიკი. ამიტომ, ის საზეიმო სუფრებს უფრო ხშირად ამშვენებდა, ვიდრე ყოველდღიურს.

image

ბურახი

image
ზაფხულში ცივი ბურახი ყველაზე პოპულარული სასმელი იყო. ბევრი მას ადგილზეც სვამდა და სახლშიც მიჰქონდა ოჯახის წევრებისთვის. ამიტომ, იმ პერიოდში, ძალიან ფასობდა 3 ლიტრიანი ემალირებული ბიდონი, რომლითაც ზაფხულში კვასი მიჰქონდათ სახლში, ხოლო ზამთარში - ხაში, ახლომდებარე სასადილოებიდან (ხაშს ღამე ხარშავდნენ, რომ დილისთვის ყოფილიყო).

image

შესქელებული რძე

image
კიდევ ერთი საკულტო პროდუქტი სსრ კავშირში შესქელებული რძე იყო. ის განსაკუთრებით უყვარდათ ბავშვებს და მას პირდაპირ კოლოფიდან სვამდნენ. გარდა ამისა, შესქელებული რძით ე. წ. «გეოლოგების კაკაოსაც» აკეთებდნენ: ჭიქაში ურევდნენ 3 ჩ. კ. რძეს და 1 ჩ. კ. კაკაოს, მდუღარე წყალს ასხავდნენ და კიდევ ურევდნენ.

image

ხიზილალა

image
1 კგ. წითელი ხიზილალა 20 მანეთი ღირდა, ხოლო შავი – 40. ის ყოველთვის საბჭოთა მოქალაქის გვერდით იყო, სიხარულსა და მწუხარების ჟამს.

imageკანფეტი «ჩიტის რძე»

image
ეს უგემრიელესი კანფეტი სსრ კავშირში 1968 წ. გამოჩნდა. იმ წელს ქვეყნის მრეწველობის მინისტრი ვ. ზოტოვი ჩეხოსლოვაკიაში იყო ოფიციალური ვიზიტით და კანფეტი იქ დააგემოვნა. ისე მოეწონა, რომ მისი წარმოებაში ჩაშვება გადაწყვიტა, მაგრამ საავტორო რეცეპტში ფულის გადახდა არ უნდოდათ და მსგავსი კანფეტი საბჭოთა კონდიტრებმა შექმნეს.

image

«ტუშონკა» – მოშუშული ხორცის კონსერვი

image
ქილებში ხორცის მოთუშვის რეცეპტი 1804 წ. ფრანგმა ნიკოლა ფრანსუა აპერმა მოიგონა, ხოლო რუსეთში XIX საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. საბჭოთა კავშირში ის საკულტო პროდუქტად 20-30-იან წლებში იქცა და ქვეყნის არსებობის მანძილზე, მისი მწარმოებელი ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობდნენ – და ტუშონკა ჩვეულებრივი კერძი იყო ოჯახისა და სასადილოს სუფრებზე.

0
1291
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0