საზოგადოება რატომ დაირქვა სტალინმა "კობა" - ბელადის ახალგაზრდობა, რომელიც ბევრისთვის უცნობია 2016, 16 აპრილი, 12:50 ცხადია, ყველამ იცის, რომ "სტალინი" იოსებ ჯუღაშვილის ფსევდონიმია. უბრალო მეწაღისა და დიასახლისის ვაჟი 1878 წელს დაიბადა, საქართველოში. მამამისი, ბესარიონი ლოთი და ჩხუბისთავი იყო. იგი დააპატიმრეს კიდევ საქალაქო პოლიციის უფროსზე თავდასხმისთვის. 1894 წელს 16 წლის იოსებმა რუსულ დაწყებით მართლმადიდებლურ სემინარიაში სწავლისთვის გრანტი მიიღო. სემინარიაში სწავლის პირველივე წლის ბოლოს მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ღმერთის არსებობის არ სჯეროდა. მიუხედავად ამისა, იოსები სემინარიაში 1899 წლამდე დარჩა, შემდეგ კი გამოსაშვები გამოცდის ჩაუბარებლობის გამო გარიცხეს. მაგრამ იმ დროს ახალგაზრდა უკვე სულ სხვა რამეზე ფიქრობდა: იგი გატაცებული იყო ლენინის ნაშრომებით და მარქსისტულ პოლიტიკურ დაჯგუფებაში შევიდა. პირველი ფსევდონიმი მომავალმა ბელადმა ჯერ კიდევ სემინარიაში აიღო. იგი თავის თავს კობას ეძახდა და მოითხოვდა, რომ ამხანაგებსაც ასე დაეძახათ. ეს არის იოსეების საყვარელი რომანის, ალექსანდრე ყაზბეგის "მამის მკვლელის" პერსონაჟის სახელი. ნაწარმოებში კობა არის ახალგაზრდა გლეხი - ერთგვარი "კეთილშობილი ყაჩაღი". 1901 წ. სტალინი 23 წლის ასაკში. 1894 წ. 15 წლის იოსებ ჯუღაშვილი. საეკლესიო სკოლლიდან წასვლის შემდეგ სტალინი მეტეოსადგურზე მუშაობდა 1901 წლამდე. შემდეგ კი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც მიწისქვეშეთის რევოლუციონერი. კობა აწყობდა მიტინგებს, არეულობებს, წერდა სტატიებს მიწისქვეშა პროპაგანდისტული გაზეთებისთვის. 1904 წელს იგი შეუერთდა ახალ ლენინურ ბოლშევიკურ ჯგუფს. 1911 წელს კობა იღებს მეორე და საბოლოო ფსევდონიმს, რომელიც მომდევნო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით შიშისა და ბევრისთვის პატივისცემის გრძნობას აღძრავდა - კობა ხდება სტალინი! 1901 წ. კობას ფოტოები პოლიციის არქივიდან. 1906 წ. 1908 წლის მარტი. სტალინის ფოტოები დაპატიმრების შემდეგ. 1901 წ. იოსებ სტალინის პირადი საქმე, ბაქოში დაკავების შემდეგ. 1911 წ. 1911 წ. საიდუმლო პოლიციის მიერ გადაღებული ფოტოები სანკტ-პეტერბურგში. პირველი მსოფლიო ომის დროს იოსებ სტალინი ფრონტზე არ იმყოფებოდა. ბავშვობაში ორჯერ მოხვდა ეტლის ქვეშ, რის გამოც მარცხენა ხელის სერიოზული დაზიანება მიიღო და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა. 1917 წელს კომუნისტური პარტიის კრებაზე სტალინი აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში. ექვსი თვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა რევოლუციას, რამაც შედეგად სამოქალაქო ომი მოიტანა. დაახლოებით 10 წლის შემდეგ იოსებ სტალინი გახდება კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი. ამასთან ერთად ბელადმა მთელი როგი ზედმეტი სახელებიც მიიღო, რომლებიც ხალხის მეხსიერებას მყარად შემორჩა: კაცობრიობის გენია, კომუნიზმის დიდი არქიტექტორი და ა.შ. 1915 წ. სტალინი (მეორე რიგი, მარცხნიდან მესამე) ბოლშევიკთა ჯგუფთან, სოფ. ტურუხანსკი, რუსეთი. 1917 წ. 1918 წ. იოსებ სტალინი, ვლადიმირ ლენინი და მიხაილ კალინინი, 1919 წ. 4551 13-ს მოსწონს
|