x
image
ციცი
Mediator image
სკანდალი გრძელდება! თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტს ადასტურებს. შალვა რამიშვილი ბრალდებებს უარყოფს.
image
ტელეიმედის ყოფილი თანამშრომელი თათია სამხარაძე ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტს ადასტურებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს "ქალთა მოძრაობამ" და "ტასო ბარნოვამ" გამართეს პრესკონფერენცია, რომელზეც მან აღნიშნა, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი უკვე გადაგზავნილია სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე.



ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ტასო ბარნოვას მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროება გახდა შალვა რამიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების საბაბი.

მანამდე, კი ვიდრე გაიმართებოდა პრესკონფერენცია, შალვა რამიშვილმა მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები უარყო და სოციალური ქსელით გამოეხმაურა "ქალთა მოძრაობის" მიერ პრესკონფერენციის გამართვის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც მან დახურული ჯგუფიდან მოიპოვა:


"ბაია პატარაიას სტატუსი!
მოუთმენლად ველოდები ბრიფინგს
როგორც აღმოჩნდა "დანაშაული" ჩამიდენია და ამ დროს მსხვერპლი ენჯეოებთან მიდის და მე კი -პროკურატურაში.
"იმედს" მოუწევს იმის თქმა თუ რატომ გამომიშვა!"image
image

ამის გამო მას და "ქალთა მოძრაობის" წარმომადგენელ ბაია პატარაიას შორის საკმაოდ მწვავე კამათი გაიმართა კომენტარებში:imageშალვა რამიშვილმა როგორც აღნიშნა, პროკურატურას უკვე მიმართა ამ ფაქტთან დაკავშირებით და იგი ფიქრობს რომ ბრალდებები, რომელიც მის წინააღმდეგ გაისმის კამპანიურ ხასიათს ღებულობს. ასევე იგი საჯაროდ უხდის ბოდიშს მეუღლეს, შვილებს და ოჯახის წევრებს.



"მეგობრებო!
როგორც ირკვევა თათია სამხარაძეს (ტასო ბარნოვას) აქვს გაკეთებული ფარული ჩანაწერი, რომლიდანაც ჩანს რომ თითქოს მე ვანხორციელებ მასზე სექსუალურ ძალადობას. მიუხედავად იმისა, რომ მე ("მოძალადემ") გუშინწინ უკვე მივმართე პროკურატურას ამ "ფაქტის" გადასამოწმებლად ხოლო გუშინ საჯაროდ მოვუწოდე სამხრაძეს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისაკენ - "მსხვერპლი" არ აკეთებს ამას და საჯარო პრესკონფერენციას ატარებს ფემინისტებთან ერთად.
მეგობრებო!
მე ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს არ მოვწონვარ და ვძულვარ კიდეც. მე არ მიცხოვრია მამა აბრამის კრავის ცხოვრებით, მაგრამ მოძალადე არასდროს არ ვყოფილვარ. თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მეც, იცავს ამ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები... მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმპცია. ბრალდებები, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გაისმის კამპანიურ ხასიათს იღებს. ყველაფერი დადგმულ სპექტაკლს წააგავს. ჩემი სასიცოცხლო ინტერესია, რომ ყოველივე ან პროკურატურაში ან/და სასამართლოში გაირჩეს.
ახლა ორიოდ სიტყვა "იმედზე": ეს მე ვარ ის კაცი, რომელიც საჯაროდ მოითხოვდა და მოითხოვს ტელეიმედისაგან ჩემი და ჩემთან ერთად 40 კაცის გაგდების მიზეზის დასახელებას. იმედია მოვლენათა განვითარება მიახვედრებს ტელევიზიის დირექტორს, რომ ჩირგვებში ჯდომა უკვე შეუძლებელი ხდება და ის მოუყვება პროკურატურას და საზოგადოებას "შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან" (ციტატა ტელევიზიის განცხადებიდან) საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზს.
ტელევიზიის საქციელი სამარცხვინოა!!! თავისი დუმილით "იმედის" დირექტორი ფაქტიურად ხელს უწყობს ჩემი მაკომპრომენტირებელი ცნობების გახმაურების პროცესს!!!
წინ გველის მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები! შევახსენებ ყველას, რომ ძალადობის მტკიცების ტვირთი არის ამ "ძალადობის" ჰიპოთეტიურ "მსხვერპლზე".
მოვუწოდებ მოქალაქეებს! დაიცავით კანონი და მიუხედავად ჩემდამი პირადი დამოკიდებულებისა სასამართლოს გადაწყვეტილებებამდე შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეთ ობიექტურობა.
აქვე საჯაროდ ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს და ოჯახის წევრებს. გაოცებული ვარ ჩემი ცოლის გამძლეობით, რომელიც მიუხედავად ამდენი ლაფისა მაინც გვერდში მიდგას და მამხნევებს!
მე დამნაშავე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ!"image
image

0
648
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
648
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0