კერძები ბოსტნეულისაგან მარტივად მოსამზადებელი კერძები კარტოფილისგან 2016, 8 აპრილი, 10:23 კარტოფილი ყველასთვის საყვარელი და რაც მთავარია სასარგებლო პროდუქტია.
მისი მომზადება ყველაზე გამოუცდელ დიასახლისსაც კი შეუძლია.
კარტოფილის კერძების უამრავი სახეობა არსებობს და საკმაოდ მარტივად
მოსამზადებელია.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ რეცეპს, რომლებიც შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის. კარტოფილი ნიგვზით 1კგ, კარტოფილი, 2 ცალი ხახვი, ნიგოზი 2 ჩაის ჭიქა, ნიორი 2 კბილი, ოხრახუში, კამა, ძმარი, წიწაკა, მარილი-გემოვნებით. კარტოფილი კანიანად მოვხარშოთ, გავფრცქვნათ და ოთხკუთხედებად დავჭრათ. ერთად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ქინძი, გავხსნათ ძმარში, მიღებულ მასაში ავურიოთ დაჭრილი ხახვი და მოხარშული დაჭრილი კარტოფილი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა, კერძიც მზადაა! კარტოფილის "ჩაშუშული" კარტოფილი 1კგ, ხახვი 5-6 ცალი, 3კვერცხი, ქინძი 4-5 ღერო, ერბო 4 სუფრის კოვზი, მარილი გემოვნებით. ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში და ერბოში მოვთუშოთ, როცა ხახვი საკმაოდ დარბილედება, ჩავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და დავასხათ იმდენი წყალი, რომ შიგთავსი დაიფაროს და მოვხარშოთ. ხარშვის დროს დავიმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ქინძი და მარილი. შემდეგ დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და როგორც კი წამოდუღდება გადმოვდგათ ცეცხლიდან. გემრიელად მიირთვით! კარტოფილი 1კგ, ზეთში არეული ძმარი 1 ჭიქა, ქინძი, კამა, პილპილი, მწვანე ხახვი, სალათის ფოთლები, მარილი გემოვნებით. კარტოფილი მოვხარშოთ თავისივე კანში, გავფრცქვნათ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მწვანილი და მოვასხათ ძმარში არეული ზეთი. ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მოვრთოთ სალათის ფურცლებით. გემრიელ დღეს გისურვებთ ! 1113 3-ს მოსწონს
|