საზოგადოება ვინ იყო ულამაზესი ცირა კობიაშვილის შეყვარებული 2016, 7 აპრილი, 15:59 ცირა კობიაშვილი - ეს სახელი და გვარი უკვე უცნობი აღარ არის არავისთვის. ორშაბათს 4 აპრილს ტელეკომპანია რუსთავი 2 ის, ყველაზე პოპულარული პროექტის "იქს ფაქტორის" მესამე სეზონი დაიწყო. პირველ გადაცემაში წარსდგა ცირა კობიაშვილი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია თავისი გარეგნობით, ისტორიითა და უძლიერესი ხმით ტელემაყურებელზე, ჟიურის წევრებზე და ზოგადად იქ მსხდომ აუდიტორიაზე. გოგონამ პროექტში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა იქიდან გამომდინარე, რომ მისი გარდაცვლილი შეყვარებულის სურვილი იყო და სწორედ მას მიუძღვნა სიმღერა stay with me(დარჩი ჩემთან). გოგონა საოცარი არტისტიზმით წარსდგა მაყურებლის წინაშე, მან საოცარად ემოციურად იმღერა და ყველას გულს მისწვდა მისი ნამღერი. როგორც ერთ-ერთმა ჟიურის წევრმა აღნიშნა ცირას საოცრად "მსუყე" და "ღრმა" ხმა აქვს. რაც შეეხება მის შეყვარებულს, გოგა კვარაცხელიას, იგი სულ რაღაც 21 წლის იყო. გოგა გასული წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. მას საკუთარ სადარბაზოსთან ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან, მაშინ როდესაც სახლში აპირებდა ასვლას. როგორც ცირა ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მისთვის შეყვარებულის დაკარგვა ორმაგად მტკივნეულია, რადგანაც არამარტო საყვარელი ადამიანის დაკარგვამ მიაყენა უდიდესი ტკივილი, არამედ იგი თვითმხილველიც გახლავთ ამ ტრაგედიის. წყვილი დაახლოებით ერთი წელი იყვნენ ერთად და სამხუწაროდ მეტი არ დასცალდათ. აღნიშნულზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, რადგან ვერ გაარკვიეს თუ რამდენმა ადამიანმა ესროლა და ვინ იყვნენ ისინი. საქმე არ დახურულა ჯერჯერობით და იმედია გაირკვევა და დაისჯებიან ის ადამიანები, რომელთაც უამრავი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს გოგა კვარაცხელიას, იგივე "კვარას". 1267 3-ს მოსწონს 1-ს არა
|