x
image
ციცი
Mediator image
ნატალია ყიფშიძე ევა ბარბაქაძის საავადმყოფოში გადაღებულ პირველ ფოტოს აქვეყნებს.
image
ქართველი მსახიობის და მოდელის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის გარშემო დატრიალებული ტრაგედია მთელმა საქართველომ გულთან ახლოს მიიტანა და მწარედ განიცადა, ყველა მის გადარჩენას ევედრებოდა ღმერთს, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ღვარძლიან ადამიანს, რომელიც მოზარდის უბედურებით ხალისობდა და წარმატებული დედის კარიერას აბრალებდა ევას თავს გადამხდარ საშინელებას.

როგორც მოგეხსენებათ, 14 წლის ევა ბარბაქაძე 26 მარტს, საკუთარი სახლის ფანჯარაზე იჯდა და ფოტოებს იღებდა, რა დროსაც მობილური ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და იმის მცდელობაში, რომ ტელეფონი არ გადავარდნოდა, ევამ წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და მეხუთე სართულიდან გადმოვარდა...

ეს იყო საშინელება, განსაკუთრებით დედისთვის, რომელიც შვილს საჭმელად უხმობდა და როდესაც ხმა არ გასცა და ფანჯრიდან გადაიხედა, მის თვალწინ საშინელი სურათი გადაიშალა... ამის შემდგომ შორენა ბეგაშვილს უკვე აღარ ახსოვს რა ხდებოდა მის გარშემო...

მოზარდის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, მას დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი და აღენიშნებოდა კიდურების მოტეხილობა. მოხდა სასწაული და გოგონა გადარჩა. ორი ურთულესი ოპერაციის შემდეგ ევა ბარბაქაძის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია. მსახიობ გიორგი ყიფშიძის და მოდელ ქრისტი ყიფშიძის ქალიშვილი ნატალია, ევა ბარბაქაძის უახლოესი მეგობარია. მან სოციალურ ქსელ "ინსტაგარამაზე" ატვირთა ევას ფოტო, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული. ეს შორენას გოგოს პირველი ფოტოა ოპერაციების შემდეგ, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.


imageimageimageფოტოზე: ნატალია და ევა რამდენიმე წლის წინ.

0
628
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
628
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0