x
image
ციცი
Mediator image
"ქალი, რომელიც ამბობს რომ ოჯახი მესამემ დაუნგრია, სუსტია."-ნანუკა ჟორჟოლიანი-"ოჯახის დანგრევა არც ქალის ბრალია მხოლოდ და არც კაცის. "

image
"ქალი, რომელიც ამბობს რომ ოჯახი მესამემ დაუნგრია, სუსტია. უჭირს იმის აღიარება, რომ თავად შეცდა სადღაც. რაღაც გამოეპარა, რაღაც ვერ შეცვალა. სადღაც დააგვიანა. ასეთ ქალს არ უნდა საკუთარი შეცდომის აღიარება. ის სუსტია.
ოჯახის დანგრევა არც ქალის ბრალია მხოლოდ და არც კაცის. ორივემ "გააფუჭა" რაღაც, სადღაც... მთავარია ეს გაფუჭებული დაინახონ და თუ ვერ ასწორებენ, ერთმანეთის ბედნიერებას ხელი არ შეუშალონ...
იმიტომ რომ, ბედნიერებას ასაკი არ აქვს. ის ყოველთვის მოვა შენთან, თუ ამის საშუალებას მისცემ..."-ასეთი სტატუსით გამოეხმაურა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მისი ყოფილი მეუღლის ერეკლე კოდუას და უკრაინელი გოგოს ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ნანუკა ჟორჟოლიანი არ თვლის, რომ მეუღლემ იგი სხვა ქალის გამო მიატოვა. მისი აზრით, ოჯახის დანგრევაში დამნაშავე მხოლოდ ქალი ან მხოლოდ მამაკაცი არ არის, როდესაც ოჯახი ინგრევა ორივეს ბრალია.

ერეკლე კოდუას და უკრაინელი გოგოს ფოტოები გაავრცელა ინტერნეტ პორტალმა "თაიმერმა" და ასევე აღნიშნა, რომ ერეკლე კოდუა ამ გოგონაზე დაქორწინებას აპირებდა.

თუმცა ნანუკა ჟორჟოლიანმა "თაიმერის" ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ერეკლე კოდუა უკრაინელ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა მის გამო არ დანგრეულა მათი ოჯახი და ასევე ყოფილ მეუღლესთან გადაამოწმა ინფორმაცია იმის შესახებ აპირებდა თუ არა იგი ცოლის მოყვანას, რაც კოდუამ უარყო და აღნიშნა, რომ დაქორწინებას ჯერ არ აპირებს.




imageimageimage

0
308
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0