x
image
ციცი
Mediator image
"მშობლებო! რატომ აქვთ თქვენს არასრულწლოვან შვილებს "ფეისბუქი"?!

imageმომღერალი, ტელეწამყვანი და მოცეკვავე ქრისტინე იმედაძე არასრულწლოვანი შვილების დედებს, რომელთა შვილებსაც "ფეისბუქი" აქვთ გახსნილი, სოციალური ქსელით მიმართავს, რომ შეუზღუდონ წვდომა ინტერნეტთან, რადგან უამრავ ისეთ ინფორმაციას ვაწყდებით, რომლებიც უფროსებისთვისაც კი მიუღებელია.
"მშობლებო! რატომ აქვთ თქვენს არასრულწლოვან შვილებს "ფეისბუქი"?! თქვენ თვლით რომ 7-8 წლის ან თუნდაც 13-14 წლის ბავშვს ისეთივე წვდომა უნდა ქონდეს ყველანაირ ინფორმაციაზე, როგორიც თქვენ გაქვთ? დავიჯერო არასდროს გითქვამთ შვილისთვის -წადი შენ ოთახში აქ უფროსები ვსაუბრობთ!? "ფეისბუქზე" ხშირად უფროსებსაც გვისკდება გული, ისეთ რაღაცას ვაწყდებით... ბინძური ვიდეოები... ვირუსები რომლებიც თქვენ მოგდით ინბოქსში მათაც მისდით... ზოგჯერ თქვენივე სტატუსები თუ სახალხო მიმოწერებია ისეთი, რომ ეს ბავშმა არ უნდა იცოდეს... თქვენ გაბუღული სამზარეულოდან აგდებთ, მაგრამ ის ფბ-დან იგებს იმასაც და იმაზე მეტსაც... რა ფილმებს უყურებენ ბავშვები? რა თამაშებს თამაშობენ? ახლა ამასაც რომ ვწერ, ამასაც კითხულობენ თქვენი შვილები, თორემ კიდევ მეტს დავწერდი... ამ ბოლო დროს ძალინ ძალიან ბევრი ცუდი ამბავი გავიგეთ... არავის აზრს არ ვახვევ, მაგრამ უდიდესი ბრალი მე ბავშვების ინტერნეტთან ასე მარტივად და ამხელა დოზით წვდომა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მგონია... მესმის რომ დღეს სხვანაირი ბავშვები არიან და მე თუ დაჭერობანადან ფეისბუქამდე ბევრი წელი მაშორებდა, მათ მთავარი სათამაშო აიფონი აქვთ 9 თვის ასაკიდან... მაგრამ ამ გვერდს ხომ უფროსები უხსნიან ბავშვებს... რატომ? თუ მე უმცირესობაში ვარ?"image

0
285
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0