x
image
Lerato
მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი"
image


ავსტრიელი კომპოზიტორის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის (1756 – 1791 წწ.) მუსიკას ყველაზე ძლიერი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. უფრო მეტიც, ამ კომპზიტორის მუსიკალურ ქმნილებებს შეუძლია ადამიანი ბევრი სხვადასხვა დაავადებისგან განკურნოს. ამას მთელი მსოფლიოს მეცნიერების, მედიკოსების და ფსიქოლოგების მრავალრიცხოვანი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვლევა ადასტურებს.


მოცარტის მუსიკის გავლენა ადამიანის ფიზიოლოგიაზე


1993 წელს ნევროლოგმა ფრანკ როშემ, ვისკონსინის შტატის უნივერსიტეტიდან, მსოფლიოში პირველმა აღმოაჩინა მოცარტის მუსიკის უჩვეულო გავლენა ადამიანის ფიზიოლოგიაზე. მისმა კვლევებმა აჩვენა, რომ მას განსაკუთრებით პოზიტიური გავლენა

აქვს თავის ტვინის მუშაობაზე.

1995 წელს ფსიქოლოგმა ფრენსის რაუშერმა ჩაატარა ექსპერიმენტი ვირთხებზე (ამ ცხოველებს, რამდენადაც ცნობილია, არ გააჩნიათ რაიმე სახის ემოციური რეაქცია მუსიკაზე). ჯგუფი, რომელიც 30 ვირთხისგან შედგებოდა, ოთახში მოათავსეს, სადაც 2 თვის მანძილზე დღეში 12 საათი ერთი და იგივე ნაწარმოები – მოცარტის სონატა დო მაჟორი ჟღერდა. როგორც აღმოჩნდა, ამის შემდეგ ვირთხები ლაბირინთს საშუალოდ 27%-ით უფრო სწრაფად გარბოდნენ და 37%-ით ნაკლებ შეცდომას უშვებდნენ, ვიდრე ის 80 ვირთხა, რომლებიც იმ 2 თვის მანძილზე ბუნებრივ ხმაურში ან სიწყნარეში ვითარდებოდა. აღნიშნული ექსპერიმენტი იმ ფაქტს ამტკიცებს, რომ უნივერსალურ "მექანიზმს" ცოცხალ ორგანიზმზე, გააჩნია დომინანტური - ნეირობიოლოგიური გავლენა, და არა ემოციური.


image
ამერიკელმა მეცნიერმა გორდონ შოუმ და მისმა კოლეგამ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ნეიროლოგმა მარკ ბოდნერმა თავის ტვინის მაგნიტო რეზონანსული სკანირება მოახდინეს, იმ მიზნით რომ პაციენტის ტვინის იმ ნაწილების აქტივობის სურათი მიეღოთ, რომელიც რეაგირებას მოახდენდა მოცარტის, ბეთჰოვენის და 30-იანი

წლების პოპ-მუსიკაზე. როგორც ელოდნენ, ყველა ზემოთ აღნიშნულმა მუსიკამ თავის ტვინის ქერქის იმ ნაწილის აქტივაცია მოახდინა, რომელიც ხმის ტალღების მიერ გამოწვეული ჰაერის ვიბრაციას აღიქვამს, ზოგჯერ ტვინის იმ ნაწილების აღგზნებას იწვევდა, რომელიც ემოციებთან არის კავშირში. თუმცა, მხოლოდ მოცარტის მუსიკამ მოახდინა თავის ტვინის ქერქის პრაქტიკულად ყველა ნაწილის აქტივაცია. მ. ბოდნერმა აღნიშნა, რომ ადამიანს, რომელიც ამ მუსიკას უსმენს პრაქტიკულად თავის ტვინის ქერქი "უბრწყინავს."


დ. ჰიუჯესმა უნიკალური ექსპერიმენტი ჩაატარა 36 პაციენტზე, რომელებიც ეპილეფსიის მძიმე ფორმით იყვნენ დაავადებულნი, მუდმივად შეტევებით იტანჯებოდნენ. ავადმყოფებზე დაკვირვების პროცესში მეცნიერი მოცარტის მუსიკას რთავდა და ტვინის ენცეფალოგრამას ადარებდა მუსიკის ჩართვამდე და მის მერე. 29 პაციენტის ტვინის აქტივობა, ეპილეფსიის შეტევის დროს უფრო სუსტდებოდა და იშვიათი ხდებოდა მალევე მუსიკის ჩართვიდან (ეს შედეგები ობიექტურია). 36–დან 29 შემთხვევაში ნამდვილად დაეხმარა (შეტევები უფრო მცირდებოდა და მშვიდი ხასიათი ჰქონდა). ამ გზით დ. ჰიუჯესი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მოცარტის მოსმენის შემდეგ ტვინის აღმგზნები ელექტრონული ტალღების რაოდენობა და ამპლიტუდა მცირდება. ამასთან, ის ფაქტიც უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც მოცარტის ნაცვლად იგივე პაციენტები სხვა კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებებს უსმენდნენ, ან სრულ სიჩუმეს, მათ არანაირი გაუმჯობესება არ აღენიშნებოდათ.


image
მოცარტის მუსიკის სამკურნალო მოქმედება სხვა ფაქტორებთან ერთად განპირობებულია კიდევ იმით, რომ მასში ბევრია მაღალი სიხშირის ბგერები. პირველ რიგში, ეს ბგერები შუა ყურის კუნთს აძლიერებს. ამასთან, ბგერები 3000 ჰერციდან 8000 ჰერცამდემდე სიხშირით, იწვევს ყველაზე დიდ რეზონანსს თავის ტვინის ქერქში ( ეს პირდაპირ ახდენს აზროვნების სტიმულირებას და აუმჯობესებს მეხსიერებას). ზუსტად მაღალი სიხშირის ბგერების სიმრავლის გამო მოცარტის ნაწარმოებები წარმოადგენს ძლიერ ენერგეტიკულ მუხტს არა მხოლოდ თავის ტვინისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის. ამ კომპოზიტორის მუსიკა არ აიძულებს ტვინს "დაიძაბოს, " გაარჩიოს

რთული მუსიკალური ბგერები რომელიც წარმოდგენილია, მაგალითად, ბახის და ბეთჰოვენის ნაწარმოებებში. მოცარტის მუსიკა გენიალურად მარტივი, სუფთა, ნათელი, გულწრფელია.


თურქი მეცნიერების აზრით, რომლებიც "მოცარტის ეფექტს" იკვლევდნენ, ამ კომპოზიტორის სონეტებში ყველა მუსიკალური სიხშირეა წარმოდგენილი, რომელიც აქტიურად მოქმედებს სმენაზე (ეს ნიშნავს – თავის ტვინზე). ეს მეცნიერები ამ კვლევით მრავალი წლის მანძილზე იყვნენ დაკავებულნი და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მოცარტის მუსიკა საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა აუტიზმისა და დისლექსიის დროს. თურქი მეცნიერები არც თუ უსაფუძვლოდ ამტკიცებენ, რომ მათი აღმოჩენა შესაძლოა ნამდვილი გარღვევა იყოს ამ ორი დაავადების მკურნალობის პროცესში.


"მოცარტის ეფექტი"

image


XX საუკუნის 2-ე ნახევარში მეცნიერმა და მკვლევარმა დონ ქემპბელმა დაწერა წიგნი "მოცარტის ეფექტი, " რომელიც ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ნამდვილი ბუმი დაიწყო! იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ როკსა და პოპ-მუსიკას უსმენდნენ, მოცარტის მოსმენის დიდი სურვილი გაუჩნდათ, ამასთან, არა განათლების მიღების მიზნით, არამედ იმიტომ რომ განკურნებულიყვნენ და უფრო ჭკვიანები გამხდარიყვნენ. სამედიცინო და ფსიქოლოგიურმა კვლევებმა, რომელსაც მეცნიერი დ. ქემპბელი და მისი კოლეგები 20 წელის მანძილზე ატარებდნენ, დაამტკიცა რომ მოცარტის მუსიკას აშკარა სასარგებლო ეფექტი გააჩნია ადამიანის ჯანმრთელობასა და გონებრივ შესაძლებლობებზე. "მოცარტის ეფექტი" – ასე დაარქვა დ. კემპბელმა ზოგადად მუსიკის (ნებისმიერის, აუცილებელი არ არის იყოს მოცარტი ან კლასიკური ნაწარმოები) გავლენას ადამიანზე. ვიწრო გაგებით კი ტერმინი "მოცარტის ეფექტი" ეხება უშუალოდ ადამიანის ორგანიზმზე მოცარტის მუსიკის ზეგავლენას.


ვენის ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ელექტროენცეფალოგრამის დახმარებით შეძლეს დაედგინათ რამდენად დიდხანს გრძელდება "მოცარტის ეფექტი" მსმენელზე. შედეგად დაასკვნეს, რომ ზოგიერთი ადამიანის ტვინზე მუსიკის სასარგებლო გავლენა კომპოზიციის დასრულებისთანავე წყდებოდა. ზოგიერთებში ეს ეფექტი კიდევ 3 წუთის მანძილზე გრძელდებოდა, შემდეგ კი ტვინი თავდაპირველ (მოსმენამდე) მდგომარეობას უბრუნდებოდა.


უფრო დაწვრილებით მოცარტის ეფექტის შესახებ, მუსიკის ზემოქმედებაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და ტვინზე, მუსიკათერაპიის უძველეს წყაროებზე შეგიძლიათ დ. კემპბელის წიგნიდან გაეცნოთ. სადაც ასევე წაიკითხავთ მოთხრობებსა და რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე, ბედნიერი ადამიანი.


მოცარტის მუსიკის გავლენა ბავშვებზე

image
მოცარტი ყველაზე შესაფერისი კომპოზიტორია ბავშვებისთვის. უამრავმა სამეცნიერო კვლევამ, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარდა, დაამტკაცა რომ ჰარმონიულ, ნათელ და გენიალურად მარტივ მოცარტის მუსიკას უძლიერესი პოზიტიური გავლენა აქვს ბავშვის ფსიქიკაზე, ინტელექტსა და შემოქმედებით უნარზე. მოცარტი, რომელიც დაბადებიდან გენიოსი იყო, 4 წლის ასაკში გახდა კომპოზიტორი და შესაძლოა ამ ფაქტორმა მოიტანა მის მუსიკაში სუფთა ბავშვური აღქმა, რომელსაც ქვეცნობიერად მისი შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელი გრძნობს, მათ შორის ყველაზე პატარა მსმენელიც.


როგორც მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტმა აჩვენა, თავის ტვინის მუშაობის გაუმჯობესება მოცარტის მუსიკის ზეგავლენით ზრდასრულებში, როგორც წესი, დროებით ხასიათს ატარებს, რამდენადაც ზრდასრული ადამიანის ტვინში ნეირონული კავშირები – ე.წ. სინაფსები – უკვე ჩამოყალიბებულია. ამაზე დაყრდნობით ზოგიერთი მეცნიერი გამოთქვამს აზრს, რომ შესაძლოა ბავშვებში, ახლად ჩამოყალიბებული ნეირონული კავშირების გამო, მოცარტის მუსიკის მოსმენამ შესაძლოა არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ აზროვნების პროცესის ხანგრძლივი, მდგრადი გაუმჯობესება გამოიწვიოს.




ბავშვები, რომლებიც 2 წლის მანძილზე იღებდნენ მუსიკის გაკვეთილებს, მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ სივრცითი აზროვნების უნარი, ამასთან, ეს ეფექტი არ გამქრალა დროთა განმავლობაში. ამ ფაქტზე დაყრდნობით ფ. რაუშერმა "რევოლუციური ჰიპოთეზა წამოაყენა – მუსიკას შეუძლია სტრუქტურული ზეგავლენა მოახდინოს ნეირონული ჯაჭვის წარმოქმნაზე ბავშვის ტვინში. ამ წინადადებიდან ის დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ კომპეტენტურად შერჩეული მუსიკის ზეგავლენას ბავშვებზე შეუძლია, პირველ რიგში, თერაპიული კუთხით იყოს უფრო ეფექტური (ყველა ასპექტში), ვიდრე ზრდასრულებზე. მეორე რიგში, გაცილებით უფრო სწრაფად ვიდრე ზრდასრულ ადამიანებში, განავითაროს ძლიერი ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც აქტიურად იმუშავებს მთელი ცხოვრების მანძილზე. და ბოლოს (პირველ და მეორე დასკვნებზე დაყრდნობით), – გახდეს ტრადიციული ფსიქოტროპული ქიმიოპრეპარატების ალტერნატივა.


რუსეთის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ვ. მოროზოვმა ფსიქოლოგებთან ერთად საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა მოსკოვის ერთ-ერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში – პატარებს სთხოვეს სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას დაეხატათ არარეალური, მათ მიერ გამოგონილი ცხოველები; ამის მერე მეცნიერებმა ნახატების მიხედვით განსაზღვრეს თუ რა ემოცია გამოიწვია ამა თუ იმ მუსიკამ თითოეულ ბავშვში. აღმოჩნდა რომ, როდესაც მოცარტის მუსიკა ჟღერდა, ცხოველები, ბავშვების მიერ დახატულ სურათებზე, იყვნენ პატარები, საყვარლები და უწყინარები. რაც შეეხება როკ-მუსიკას, ამ შემთხვევაში ბავშვებმა დახატეს საშინელი და მახინჯი ცხოველები, პირდაღებული, უზარმაზარი ეშვებითა და ბასრი კლანჭებით.


მოცარტის მუსიკის საოცარი თვისებები და საინტერესო ფაქტები

image
– მოცარტის მუსიკა აძლიერებს გონებრივ აქტივობას და ინტელექტუალურ დონეს ამაღლებს – გაარკვიეს შეერტებული შტატებისა და ბულგარეთის მეცნიერებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. სტანდარტული "IQ ტესტები" აფიქსირებს ინტელექტის ამაღლებას მხოლოდ ამ გენიალური კომპოზიტორის მუსიკის მოსმენის შემდეგ. ამერიკელი მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ მოცარტის ნაწარმოების მხოლოდ 10 წუთიანმა მოსმენა ადამიანებში ინტელექტის კოეფიციენტს საშუალოდ 8-10 ერთეულით ამაღლებს.


– ადამიანები, რომლებიც ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯებიან, აუმჯობესებენ უნარ ჩვევებს მოცარტის სონეტების (ორი ფორტეპიანოსთვის დო-მაჟორი) რეგულარული მოსმენით.


– მოცარტის ნაწარმოებები, ისე როგორც სხვა არცერთი მუსიკა, დიდ გავლენას ახდენს მთელ რიგ სერიოზულ დაავადებაზე, მათ შორისაა ეპილეფსიაც. მეცნიერებმა ექსპერიმენტული გზით დაადგინეს, რომ მოცარტის სონეტების ბგერებს (განსაკუთრებით სონეტი К 448) უნარი აქვს შეაჩეროს ეპილეპტიკური შეტევები (ეპილეპტიკური შეტევების რაოდენობა).


– ერთ ექსპერიმენტში, რომელსაც პროფესორი ჯონსონ ჯენკინსი(აშშ) ატარებდა, ავადმყოფებს, რომლებიც სერიოზული ნევროლოგიური დაავადებებით იტანჯებოდნენ, ინდივიდუალურად მოასმენინეს მოცარტის ერთ-ერთი ნაწარმოების მხოლოდ 10 წუთიანი ფრაგმენტი, ამის შემდეგ პრაქტიკულად ყველა ამ ადამიანს რაღაც დროის მანძილზე შესამჩნევად გაუუმჯობესდათ ხელის დახვეწილი მოძრაობები.


– შვეციის კლინიკებში ახალდაბადებულებს მოცარტის მუსიკას ასმენინებენ, რადგან შვედი მეცნიერები და ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ ეს დაეხმარა ქვეყანაში მკვეთრად დაეწიათ ბავშვთა ნაადრევი სიკვდილიანობა.


– მსოფლიო დონის ავტორიტეტული სპეციალისტების მტკიცებით, მოცარტის მუსიკა ნებისმიერი სულიერი პრობლემებისგან გათავისუფლებაში ეხმარება, აუმჯობესებს მეტყველებასა და სმენას. თუ ჭამის დროს ყოველდღიურად მოცარტის წყნარ მუსიკას მოუსმენთ – საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა გაქრება.


– მოცარტის დიდ თაყვანისმცემელთა შორისაა ცნობილი ექიმი-ოტოლარინგოლოგი ალფრედ ტომატისი (პარიზი, საფრანგეთი). ერთ-ერთი მისი პაციენტი ახალგაზრდა ჟერარ დეპარდიე იყო – მომავალი გამოჩენილი ფრანგი კინომსახიობი. იმ დროს – XX საუკუნის 60-იან წლებში – ახალგაზრდა და ჯერ კიდევ არავისთვის ცნობილი მსახიობი პარიზის დასაპყრობად ჩავიდა, მას ამისთვის ყველა შანსი ჰქონდა, რომ არა სერიოზული პრობლემები მეტყველებასა (ძლიერი ენის ბორძიკი) და მეხსიერებასთან დაკავშირებით. ა. ტომატისმა პირვლივე სამედიცინო დათვალიერების მერე განსაზღვრა, რომ მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა მარჯვენა ყურთან დაკავშირებით და ურჩია რამდენიმე თვის მანძილზე ყოველდღიურად 2 საათი ესმინა მოცარტის მუსიკისთვის. ამ მუსიკათერაპიის დამოუკიდებელი სეანსების შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა! ჟერარ დეპარდიე სრულიად და სამუდამოდ გათავისუფლადა მარჯვენა ყურის დეფექტის, ენის ბორძიკისა და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემისგან, რამაც საშუალება მისცა მსოფლიო მასშტაბის დიდი მსახიობი გამხდარიყო. თავად ჟერარ დეპარდიემ საოცარი გამოჯანმრთელებიდან წლების შემდეგ ასეთი რამ თქვა: "ტომატისთან შეხვედრამდე მე არც კი შემეძლო წინადადება ბოლომდე მეთქვა. ის დამეხმარა, რომ ჩემი აზრების დასრულება შემძლებოდა, მასწავლა სინთეზი და გაგება თავად აზროვნების პროცესისა.


– მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია შემთხვევა, როდესაც მოცარტის მუსიკამ ადამიანს სიცოცხლე "აჩუქა." 78 წლის მძიმე ავადმყოფმა, მარშალმა რიშელიე ლუი ფრანსუა დე ვინრომ, სიკვდილის წინ მოითხოვა მისი უკანასკნელი სურვილი აღესრულებინათ – მისი საყვარელი მოცარტის კონცერტი მოესმენინებინათ. მას შემდეგ რაც მუსიკა აჟღერდა, ნამდვილი სასწაული მოხდა! სიკვდილმა უკან დაიხია, ყველას თვალწინ მარშალმა გამოჯანმრთელება დაიწყო. ამ ადამიანში რაღაც გაურკვეველი, მისტიური საშუალებით სიცოცხლის ძალა დაბრუნდა. საბოლოოდ, ის გამოჯანმრთელდა და კიდევ 14 წელი იცოცხლა; გარდაიცვალა 92 წლის ასაკში.


"რექვიემი" – მოცარტის ხელოვნების მწვერვალი

image
"რექვიემი" (სრული საერთაშორისო სახელწოდება – "Requiem in D-minor, K 626") გენიალურობის მწვერვალი ყველა ასპექტში. კომპოზიტორი სასიკვდილოდ ავად იყო როდესაც ამ ნაწარმოებს ქმნიდა, მისი დასრულება ვერ მოასწრო. "რექვიემის" ფინალური ნაწილი მისმა მეგობარმა და მოსწავლემ, ფრანც ზიუსმაიერმა დაასრულა (მეხსიერებით), რომელიც ავადმყოფის საწოლს არ მოშორებია და მოსმენილი ჰქონდა ნაწარმოების ეს ნაწილი თავად კომპოზიტორისგან. "რექვიემთან" ერთად მოცარტი ასრულებდა თავის უკანასკნელ ოპერას "ჯადოსნური ფლეიტა."


შეკვეთა "რექვიემზე" მოცარტმა შავ მოსასხამში გამოწყობილი იდუმალი კაცისგან მიიღო, რომელმაც თავისი სახელის დასახელება არ ისურვა. შემდგომში გაირკვა, რომ ის გრაფ ვალზეგას მსახური იყო. გრაფს სურდა "რექვიემი" თავისი გარდაცვლილი მეუღლისთვის შეესრულებინა). მოცარტი არც შემკვეთს იცნობდა და არც მისი მიზნის შესახებ იცოდა რამე.


მოცარტის "რექვიემი" – ეს გენიალური ხორცშესხმაა დარდის, სიყვარულისა და რწმენის (როგორც მინიმუმი)... სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, მოცარტის მეგობრებმა "რექვიემიდან" რამდენიმე ნაწყვეტი შეასრულეს მისთვის.



"ლაკრიმოზა, " სრული დასახელება "Lacrimosa dies illa" – ასე ეწოდება "რექვიემის" ყველაზე გენიალურ, ლამაზ და ძლიერ ნაწილს ( ასე აფასებს "ლაკრიმოზას" აბსოლუტურად ყველა სპეციალისტი და მოცარტის შემოქმედების თაყვანისმცემელი). ძალიან ბევრი "ლაკრიმოზას, " მასთან ერთად კი რექვიემს, მსოფლიო კლასიკური მუსიკის მიუღწეველ მწვერვალს უწოდებს.


იმედს გამოვთქვამთ, რომ სტატიამ თქვენში მოცარტის მოსმენის სურვილი აღძრა. ნამდვილად არ წარმოადგენს სირთულეს, თუნდაც ხანმოკლე მუსიკათერაპიის სეანსები ჩაიტაროთ და ამ არაჩვეულებრივი კომპოზიტორის საოცარ ნაწარმოებებს მოუსმინოთ.





12
11917
15-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
11917
  
2017, 18 დეკემბერი, 0:19
სტატიის ბოლოს დართულ მოცარტის ნაწარმოებს გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს ორგანიზმზე :)
2017, 18 დეკემბერი, 0:06
მოცარტის რომელი მისიკა ახდენს გავლენას თუ იცით დამილინკეთ♥️
2016, 10 ივნისი, 16:27
... და ამასთან, უფრო კარგია თუ გამაჯანსაღებელი ეფექტიც თან სდევს :)
2016, 9 ივნისი, 16:07
კლასიკური მუსიკის მოსმენა ჩემი ჰობია, კითხვასთან ერთად. კარგია!
2016, 10 მაისი, 12:27
ძალიან დიდი მადლობა
2016, 10 მაისი, 12:25
დიდი მადლობა, ნათი
2016, 10 მაისი, 12:24
დიდი მადლობა, ალექს შეფასებისთვის
2016, 10 მაისი, 11:02
საინტერესოა როგორც ყოველთვის...
2016, 10 მაისი, 10:52
ძალიან, ძალიან საინტერესო სტატიაა, ყოჩაღ! გაზიარებულიაო, თორემ არ დავტოვებდი ისე :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10