ქალი და მამაკაცი "ქორწინებისას სქესს მნიშვნელობა არ აქვს"-მარიამ საჯაია 2016, 29 მარტი, 0:28
როგორც ჩანს ერთსქესიანთა ქორწინებას ქართველ პოლიტიკაშიც ჰყავს მომხრეები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი მარიამ საჯაია "17 მაისთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისთვის ოჯახი ორი თანასწორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირია, სადაც სქესს მნიშვნელობა არ აქვს. "ოჯახი ჩემთვის არის ორი თანასწორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, სადაც სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ოფიციალური ქორწინება, არის ჩვეულებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობა და ეს ხელშეკრულება შესაძლო უნდა იყოს, რომ გაფორმდეს როგორც განსხვავებული სქესის, ასევე ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის. ამასთანავე სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს და მკაცრად არ უნდა საზღვრავდეს პირთა ჯგუფებს, რომელთა შორისაც შესაძლოა დამყარდეს კერძო სახელშეკრულებო ურთიერთობა"-განაცხადა მარიამ საჯაიამ. ახალგაზრდა პოლიტიკოსის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების დიდმანაწილმა გოგონა გაკიცხა, ერთეულები კი მის პოზიციას იზიარებენ. წყარო: 17 მაისი 458 6-ს მოსწონს
|