x
image
სალო123
შეკვეთილში ხელოვნურად დაგებული გზა წყალმა წაიღო

imageუამინდობის გამო, შეკვეთილში ასწლოვანი ტიტის გადმოტანა ისევ ვერ ხერხდება. მომატებული ღელვის გამო, ხელოვნურად დაგებული გზა, რომლის საშუალებითაც ხე სანაპიროზე უნდა გადატანილიყო, წყალმა წაიღო.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 20-მდე თვითმცლელი, რომელთაც ახლო მდებარემდინარეებიდან და სოფლებიდან ლოდები მოაქვთ. ქვიშის ნაცვლად, ნაპირიდან ბარჟამდე სწორედ ამ ლოდებისგან გაკეთდება გზა.
ამ დროისთვის ადგილზე მომარაგებულია აეროპორტის ასაფრენი ბილიკის ათასამდე ფილა, რომელიც დაიგება გზაზე, რომლის შემდგომაც ხის ნაპირზე გადატანას იმედოვნებენ.
ასევე ადგილზე მობილიზებულია ამწეები და ტრაქტორები.

1
131
2-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
131
  
2016, 26 მარტი, 23:15
ეხ რა გვეშველება :(
0 1 1